მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

როგორ აფასებს The Cone Culture 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი The Cone Culture-ისთვის აქტიური და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ბრენდმა ასორტიმენტის განვითარებას, სეზონურ იდეებს, კოლაბორაციებსა და ღონისძიებების მიმართულებას დაუთმო ყურადღება.

როგორ აფასებს The Cone Culture 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მიქაშავიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით The Cone Ice Culture-ისთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ექვსი თვე The Cone Culture-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური პერიოდი იყო. ეს იყო დრო, როდესაც კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ხელნაკეთი ნაყინი მხოლოდ სეზონური პროდუქტი აღარ არის - ის ხდება გამოცდილება, ბრენდის ისტორია და სტუმართან ემოციური კავშირის შექმნის საშუალება.

ამ პერიოდს განსაკუთრებით გამოვარჩევდით რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, გაიზარდა სტუმრების ინტერესი ჩვენი განსხვავებული გემოებისა და კონცეფციის მიმართ. მომხმარებელი უფრო ხშირად გვეკითხება ინგრედიენტებზე, გემოებს მიღმა არსებულ ისტორიებზე და იმაზე, როგორ იქმნება კონკრეტული არომატი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, რადგან ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ ნაყინის გაყიდვა, არამედ გემოთი ამბის მოყოლა.

წლის პირველ ნახევარში აქტიურად ვიმუშავეთ ასორტიმენტის განვითარებაზე, სეზონურ იდეებზე და კოლაბორაციებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ახალი გემო იყოს არა უბრალოდ სიახლე, არამედ ჰქონდეს ხასიათი, შინაარსი და ემოცია. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ისეთი მიმართულებების განვითარებას, სადაც ნაყინი შეიძლება გახდეს ქართული გასტრონომიული კულტურის, ბავშვობის მოგონებების, თანამედროვე ტკბილეულის ან კონკრეტული მოვლენის ინტერპრეტაცია.

ამ მიმართულებით საინტერესო მაგალითებია თუშური გუდა ტარხუნით, რომელიც ქართული რეგიონული გემოების სრულიად ახალ ფორმაში გადმოტანის მცდელობაა; ატმის სორბე ბეგქონდარათი, სადაც სეზონური ხილი და მცენარეული არომატი ძალიან მსუბუქად ერწყმის ერთმანეთს; და დარიჩინის ნაყინი, რომელიც თბილისის გასტროკვირეულისთვის შეიქმნა და ქალაქურ, თბილ, არომატულ განწყობას ატარებს. ასეთ გემოებში ჩვენთვის მთავარი მხოლოდ სიახლე არ არის - მთავარი ის არის, რომ სტუმარმა იგრძნოს იდეა, კულტურა და ის ემოცია, რომელიც კონკრეტული ინგრედიენტის უკან დგას.

პარალელურად, ვმუშაობთ უფრო თანამედროვე და საერთაშორისო ინსპირაციებზეც. მაგალითად, შოკოლადი კარამელიზებული ფორთოხლით არის გემო, რომელიც კლასიკურ კომბინაციას უფრო ღრმა და დახვეწილ ხასიათს აძლევს. Franui-ს დესერტით ინსპირირებული გემოები კი პასუხობს იმ ტენდენციას, როცა მომხმარებელი ეძებს ცნობილ, საყვარელ დესერტებს ახალ ფორმატში. ასევე მნიშვნელოვანია ქოქოსის ვეგანური ნაყინი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ იმ სტუმრებსაც, ვინც მცენარეულ ალტერნატივებს ან უფრო მსუბუქ არჩევანს ანიჭებს უპირატესობას.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა და გაყიდვების დინამიკა წლის პირველ ნახევარში და რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მომხმარებლის დამოკიდებულება ხარისხის მიმართ. სტუმარი ხდება უფრო მომთხოვნი, უფრო ინფორმირებული და უფრო დაინტერესებული იმით, რას მიირთმევს. დღეს მომხმარებელი უკვე ეძებს არა მხოლოდ გემრიელ ნაყინს, არამედ ნატურალურ ინგრედიენტებს, სუფთა შემადგენლობას, ხელნაკეთ მიდგომას და პროდუქტს, რომელსაც ენდობა.

გაყიდვების დინამიკაშიც ვხედავთ პოზიტიურ განვითარებას. მოთხოვნა იზრდება როგორც კლასიკურ, ისე განსხვავებულ გემოებზე. საინტერესოა, რომ მომხმარებელი უფრო გახსნილი ხდება ექსპერიმენტების მიმართ - მზად არის გასინჯოს ისეთი არომატები, რომლებიც ერთი შეხედვით მოულოდნელია, მაგრამ სწორად ახსნისა და დაგემოვნების შემდეგ მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება ხდება.

ბაზარზე აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ ხელნაკეთი, მცირე წარმოების და ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტების მიმართ ინტერესი იზრდება. მომხმარებელი უფრო მეტად აფასებს ბრენდებს, რომლებიც მუშაობენ გულწრფელად, ქმნიან საკუთარ ისტორიას და არ მიდიან მხოლოდ მასობრივი პროდუქტის გზით. ეს ტენდენცია ჩვენთვის ძალიან პოზიტიურია, რადგან The Cone Culture-ის ფილოსოფია სწორედ ასეთ მიდგომაზე დგას - ხარისხი, ნატურალურობა, ემოცია და ხელნაკეთი პროდუქტის ინდივიდუალური ხასიათი.

რა მიმართულებით გეგმავთ The Cone Ice Culture-ის განვითარებას 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების, გემოებისა ან ლოკაციების დამატება?

2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. ვგეგმავთ ახალი გემოებისა და სეზონური პროდუქტების განვითარებას, სადაც კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ქართულ გასტრონომიაზე დაფუძნებულ ინსპირაციას. გვინდა, რომ ჩვენი ნაყინი სტუმრისთვის იყოს არა მხოლოდ დესერტი, არამედ საშუალება, ახალი კუთხით აღმოაჩინოს გემოები, ტრადიციები და ის კულტურა, რომელიც თითოეული არომატის უკან დგას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ღონისძიებების მიმართულებასაც. წელს აქტიურად ვმუშაობთ ქორწილებზე, კორპორატიულ ღონისძიებებზე და კერძო დღესასწაულებზე. ჩვენთვის ეს ბუნებრივი განვითარებაა, რადგან ჩვენი ფილოსოფია სწორედ ბედნიერების და ხელნაკეთი ნაყინის გაზიარებას გულისხმობს. ძალიან გვახარებს, რომ სტუმრები The Cone Culture-ს მათი მნიშვნელოვანი დღეების ნაწილად ირჩევენ.

ამასთან ერთად, დავბრუნდით კიკეთის ფერმაში პოპ-აფ ფორმატში და მთელი ზაფხული ვახარებდით ფერმის სტუმრებს ჩვენი ნაყინებით. ასეთი ლოკაციები ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბრენდს აძლევს შესაძლებლობას, სტუმარს შეხვდეს უფრო ბუნებრივ, თბილ და ოჯახურ გარემოში. ნაყინი ასეთ სივრცეში მხოლოდ პროდუქტი არ არის - ის ხდება დღის პატარა რიტუალი, დასვენების ნაწილი და კარგი მოგონების შექმნის საშუალება.

როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება წლის მთავარი პრიორიტეტი The Cone Ice Culture-ისთვის?

2026 წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია. ვხედავთ, რომ ბაზარი ვითარდება, მომხმარებელი უფრო მეტად აფასებს ხარისხს და ბრენდის მიმართ ინტერესი იზრდება. წლის მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის იქნება სტაბილური ხარისხის შენარჩუნება, ახალი გემოებით სტუმრის გაოცება და The Cone Culture-ის, როგორც ქართული ხელნაკეთი ნაყინის გამორჩეული ბრენდის, კიდევ უფრო გაძლიერება.

ჩვენ გვჯერა, რომ ნაყინი შეიძლება იყოს ბევრად მეტი, ვიდრე ტკბილი პროდუქტი. ის შეიძლება იყოს ამბავი, კულტურა, ემოცია და ადამიანებთან კავშირის შექმნის საშუალება. სწორედ ამ ხედვით ვაგრძელებთ განვითარებას - გვინდა, რომ თითოეულმა სტუმარმა ჩვენს ნაყინში იგრძნოს ხელნაკეთი შრომა, გულწრფელობა და ის ბედნიერება, რომლის გაზიარებაც ჩვენი მთავარი მიზანია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

16.09.2026.11:25

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა