მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.6
0.0284
flag
AZN 1.5441
0.0052
flag
CNY 39.047
0.0127
flag
EUR 3.0424
0.0091
flag
GBP 3.5527
0.012
flag
KZT 57.3
0.0063
flag
TRY 0.0544
0.0002
flag
USD 2.625
0.0094
news banner

The Cone Culture Ice Cream - ხელნაკეთი ნაყინი, როგორც გემოებით მოყოლილი ქართული გასტრონომიული ამბავი

news image
mbc image

The Cone Culture უკვე 8 წელია ხელნაკეთი ნაყინის ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მუდმივად განახლებად, ინოვაციურ და ქართული გასტროკულტურით შთაგონებულ გემოებს სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე, მომხმარებელთა მოთხოვნებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ქეთი მიქაშავიძეს ესაუბრა.

რა არის თქვენი მიმდინარე სიახლეები და როგორ ვითარდება ასორტიმენტი - ახალი გემოებისა და იდეების მიმართულებით?

ხელნაკეთი ნაყინის კულტურა საქართველოში ბოლო წლებში სულ უფრო საინტერესო მიმართულებით ვითარდება. მომხმარებელი აღარ ეძებს მხოლოდ ტკბილ დესერტს - ის ეძებს გამოცდილებას, ხარისხს, ბუნებრივ ინგრედიენტებს და გემოს, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. სწორედ ამ ხედვით ვითარდება ჩვენი ასორტიმენტიც: მუდმივად ვეძებთ ახალ იდეებს, ვქმნით სეზონურ და თემატურ გემოებს, ვაკვირდებით სტუმრების ინტერესებს და ვცდილობთ, თითოეულ პროდუქტში იყოს ემოცია, სიახლე და ხასიათი.

დღეს ჩვენს ასორტიმენტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ღვინის ნაყინს, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გემოა. საქართველო ღვინის ქვეყანაა და ბევრი სტუმრისთვის ღვინის ნაყინი ხდება არა მხოლოდ დესერტი, არამედ ქართული კულტურის განსხვავებული ფორმით დაგემოვნების შესაძლებლობა. ეს არის გემო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის იდენტობას და სტუმრებს აძლევს საშუალებას, საქართველო კიდევ ერთი საინტერესო კუთხით აღმოაჩინონ.

ასევე გვაქვს ძალიან მხიარული და ფერადი კოლაბორაცია Haribo-სთან, რომლის ფარგლებშიც ვქმნით ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყვარელ გემოს ცნობილი დათუნიებით. ეს არის გემო, რომელიც ასოცირდება ბავშვობასთან, სიხარულთან და პატარა დღესასწაულთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაყინი იყოს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი, არამედ ბედნიერების გაზიარების საშუალებაც - განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაა ცნობილი ტკბილეულით ინსპირირებული გემო - „შენ შენ არ ხარ"... როცა გინდა ნაყინი. ეს იდეა თამაშობს ყველასთვის ნაცნობ ემოციაზე: როცა რაღაც განსაკუთრებული გვინდა, როცა გვჭირდება პატარა სიამოვნება და როცა ერთ გემოს შეუძლია განწყობის შეცვლა. ასეთი პროდუქტები გვაძლევს საშუალებას, ნაყინი უფრო მხიარული, თანამედროვე და კომუნიკაციური გავხადოთ.

როგორ ქმნით არომატებს და რა როლს თამაშობს ქართულ გასტრონომიაზე დაფუძნებული ინსპირაცია თქვენს პროდუქტებში?

ჩვენთვის არომატების შექმნა ყოველთვის იწყება იდეით და ისტორიით. გემო არ არის მხოლოდ ინგრედიენტების კომბინაცია - ის არის ემოცია, მოგონება, კულტურა და ხშირად კონკრეტული ადგილის ან ტრადიციის გამოხატულება. სწორედ ამიტომ ქართულ გასტრონომიაზე დაფუძნებული ინსპირაცია ჩვენს პროდუქტებში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ნაყინების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, ტურისტებს მოვუყვეთ ქართული გასტრონომიული კულტურის შესახებ. მაგალითად, როდესაც ვასინჯებთ გემოს რეჰანით, ვუხსნით სტუმრებს, რა როლი აქვს რეჰანს ქართულ სამზარეულოში, როგორ გამოიყენება ის სასმელებში, დესერტებში თუ ოჯახურ რეცეპტებში. როცა ვთავაზობთ აჯიკის ნაყინს, ვყვებით მის სიმძაფრეზე, არომატზე, რეგიონულ ხასიათზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ქართული გემო სრულიად ახალ ფორმაში გადაითარგმნოს. გოზინაყი კი კიდევ უფრო ემოციური თემაა - ის დაკავშირებულია ახალ წელთან, ოჯახურ სუფრასთან და ტრადიციებთან, რომლებიც ბევრ ქართველს ბავშვობის მოგონებებს ახსენებს.

ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა თბილისის გასტროკვირეულთან, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული გემო შევქმენით მოწვეული პორტუგალიელი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფის, ვასკო კოელიო სანტოს დაკვეთით. გვეამაყება, რომ მან ძალიან მოიწონა ჩვენი ნაყინი და გასტროკვირეული ფარგლებში შესაბამის დესერტს შეუსაბამა.

ასევე ვამზადებთ სიახლეს კახეთის გასტროკულტურით ინსპირირებულს. კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გასტროკულტურის რეგიონია, და სწორედ ამ მრავალფეროვნებიდან გვინდოდა შეგვექმნა ისეთი გემო, რომელიც სტუმრისთვის ერთდროულად ნაცნობიც იქნებოდა და მოულოდნელიც. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო და განსხვავებული შედეგი მივიღეთ - გემო, რომელიც კახეთის ხასიათს თანამედროვე, ხელნაკეთი ნაყინის ფორმით გადმოსცემს. სულ მალე დავაანონსებთ ამ გემოს.

როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში ხელნაკეთი ნაყინის ბაზრის ტენდენციებს და მომხმარებლის ქცევას?

დღეს საქართველოში ხელნაკეთი ნაყინის ბაზარი ძალიან პოზიტიურად ვითარდება. მოთხოვნა იზრდება, მომხმარებელი ხდება უფრო გაცნობიერებული და მეტად ინტერესდება იმით, რას მიირთმევს. თუ ადრე ნაყინის არჩევისას მთავარი ფაქტორი მხოლოდ გემო იყო, დღეს სტუმარი უკვე აქცევს ყურადღებას ხარისხს, შემადგენლობას, ნატურალურობას და პროდუქტის წარმომავლობას. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან ბაზარს უბიძგებს განვითარებისა და უფრო მაღალი სტანდარტებისკენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ნატურალურობა და ხარისხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სტუმარს სურს იცოდეს, რომ პროდუქტი დამზადებულია კარგი ინგრედიენტებით, ზედმეტი ხელოვნური დანამატების გარეშე და გულწრფელი მიდგომით. სწორედ ეს არის ხელნაკეთი ნაყინის მთავარი ღირებულება - მასში იგრძნობა შრომა, იდეა და ინდივიდუალურობა.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - გაფართოების, ახალი პროდუქტების ან კონცეფციის განვითარების კუთხით?

წელს კვლავ ვბრუნდებით კიკეთის ფერმაში პოპ-აფ ფორმატით, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს სივრცე ბუნებასთან, ოჯახურ გარემოსთან და მშვიდ განწყობასთან ასოცირდება, რაც ძალიან კარგად ეხმიანება ჩვენს ბრენდს.

გარდა ამისა, წელს განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ ღონისძიებების მიმართულებით - ქორწილებზე, კორპორატიულ ღონისძიებებზე და კერძო დღესასწაულებზე. ჩვენი ფილოსოფია სწორედ ხელნაკეთი ნაყინისა და ბედნიერების გაზიარებას გულისხმობს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუმრები მათი მნიშვნელოვანი დღეების მონაწილეებად გვირჩევენ. ნაყინი ასეთ დროს მხოლოდ დესერტი არ არის - ის ხდება ემოციის, სიხარულის და საერთო მოგონების ნაწილი.

ჩვენი მიზანია, მომავალშიც შევქმნათ ისეთი გემოები, რომლებიც იქნება ხარისხიანი, ბუნებრივი, საინტერესო და ქართული კულტურით შთაგონებული. გვინდა, რომ თითოეულმა სტუმარმა ჩვენს ნაყინში იგრძნოს არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ ისტორია - ისტორია საქართველოზე, ტრადიციებზე, ოჯახურ სითბოზე და იმ ბედნიერებაზე, რომელსაც ერთი პატარა კოვზი ნაყინიც კი შეიძლება ატარებდეს.

ინფორმაციისთვის, The Cone Culture-ს მისამართებია: ტარას შევჩენკოს ქუჩა N5 და ბაზარი ორბელიანი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

02.09.2026.14:35

თიბისის მხარდაჭერით, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართა, რომელმაც ბრუკლინში ასობით ქართველი ემიგრანტი, ამერიკელი და საერთაშორისო სტუმარი შეკრიბა.

ფესტივალზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.

თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული სრული საბანკო მომსახურება დისტანციურად, სწრაფად და კომფორტულად.

სადაც არ უნდა იყოთ, თიბისი მუდმივად იზრუნებს თქვენს ფინანსურ საჭიროებებზე - ციფრული სერვისების საშუალებით შესაძლებელია ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ციფრული ბარათის მიღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილების გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება უსაფრთხოდ და სხვა საბანკო სერვისების მარტივად მიღება.

ZEIMI-ის მთავარი იდეა იყო ქართული დიასპორის გაერთიანება, ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა, კულტურული კავშირების გაძლიერება და ქართული მდიდარი კულტურის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა.

გარდა ფინანსური სერვისების შექმნისა, თიბისი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველ ემიგრანტებს ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა