მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

THE GOLDEN STAGE 10 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს

news image
mbc image

2026 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, კომპანია THE GOLDEN STAGE ტათევ ასატრიანის რიგით მეორე მასშტაბურ სოლო კონცერტს გამართავს.

ეს ტატევ ასატრიანის უკვე მეორე კონცერტია თბილისში. პირველი შოუს წარმატებისა და მსმენელის უამრავი თხოვნის გათვალისწინებით, THE GOLDEN STAGE კიდევ უფრო მასშტაბური, ენერგიული და სანახაობრივი საღამოსთვის ემზადება.

ტატევ ასატრიანი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სომეხი შემსრულებელია. მის სიმღერებსა და ვიდეოებს სოციალურ პლატფორმებზე მილიონობით ნახვა აქვს, კონცერტები არაერთ ქვეყანაში ანშლაგით იმართება, ხოლო საქართველოში არტისტის შემოქმედება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც სომეხ, ისე ქართველ მსმენელს შორის. 2026 წლის განმავლობაში ტათევ ასატრიანმა სომხეთის კულტურის და სპორტის სამინისტროს დაკვეთით, არაერთი მასშტაბური კონცერტი ჩაატარა, რომლებიც ანშლაგით ჩაიარა.

 

„პირველი კონცერტის შემდეგ მივიღეთ უამრავი თხოვნა, რომ ტატევი თბილისში კვლავ დაბრუნებულიყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს მაყურებელს მეორე შეხვედრაც ვაჩუქოთ. თუმცა ამჯერად ჩვენი მიზანია არა უბრალოდ კონცერტის გამეორება, არამედ სრულიად ახალი შოუს შექმნა - გვსურს, კიდევ ერთხელ გავაკვირვოთ მაყურებელი მასშტაბით, ენერგიითა და ემოციებით,“ - აცხადებს THE GOLDEN STAGE-ის დამფუძნებელი და კონცერტის ორგანიზატორი ემილ სარქისიანი.

10 ოქტომბრისთვის სპორტის სასახლის სივრცეც განსხვავებული კონცეფციით მოეწყობა. მაყურებელს დახვდება დიდი საცეკვაო ზონები, განახლებული შოუ-პროგრამა, ახალი მუსიკალური ნომრები, სიურპრიზები და ტატევ ასატრიანის ყველაზე ცნობილი ჰიტები.

ორგანიზატორები ღონისძიებაზე მრავალათასიან აუდიტორიას ელოდებიან როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ბილეთების გაყიდვა სულ რამდენიმე დღეში, ექსკლუზიურად TKT.GE-ზე დაიწყება. ამის შესახებ უახლოეს დღეებში არტისტი გააკეთებს ოფიციალურ განცახდებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

26.08.2026.10:23

წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ პროგრამა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეებს შეუძლიათ ცოდნა მიიღონ მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებით და სწავლის პარალელურად პრაქტიკული უნარებიც განივითარონ.

გაგაცნობთ თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულს სოფო ბერიძეს ახალციხიდან:

„ჩემი ქალაქის დატოვება არ მინდა და ვფიქრობ, რომ თუ განვითარება და სწავლა გინდა ნებისმიერი ადგილიდან შეძლებ ამას. სწორი ადგილი და სწორი დრო არ არსებობს შენი მომავლის შესაქმნელად. შენ მომავალს ირჩევ შენ. ჩემი მთავრი გეგმაა რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სხვადასხვა ობიექტებისთვის მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად. კამპუსის კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთ კვების ობიექტს ახალციხეში უკვე გავუწერე მარკეტინგული კამპანია“.

კამპუსის პროგრამა მხოლოდ ლექციებს არ გულისხმობს. აქ მონაწილეები ინტერაქციულ ფორმატში სწავლობენ, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თანამოაზრეებს იცნობენ. ონლაინ ფორმატი მათ საშუალებას აძლევს, სწავლა საკუთარ ყოველდღიურობას მოარგონ და გეოგრაფიული ბარიერების გარეშე მიიღონ თანამედროვე განათლება.

თიბისი კამპუსს უკვე 1 000-მდე მონაწილე ჰყავს, მათგან 57% რეგიონებიდანაა, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა.

კამპუსთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლასა და თიბისი IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე დამოკიდებული არ იყოს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები - სწორი ადგილია განათლებისთვის!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა