მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი აგრობიზნესისთვის - შალვა იოსელიანის მეფუტკრეობა სოფელ ბაშში

news image
mbc image

ფუტკრები დიდ როლს თამაშობენ ეკოსისტემაში. მათ გარეშე მცირდება ბიომრავალფეროვნება, ირღვევა საკვები ჯაჭვი და მცენარეთა სახეობები საფრთხის წინაშე დგებიან. თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ შეგვიძლია ერთ-ერთი უძველესი პროდუქტის თაფლის მიღება. 

თავს  უსაფრთხოდ  გრძნობს შალვა იოსელიანის 800 -მდე ოჯახი სკა ფუტკარიც. პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერი, გამოთვლების ცენტრებს ამონტაჟებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ  ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი.

„იმ პერიოდში ფუტკრის შხამის ბუმი იდგა. ის აქტიურად გამოიყენება როგორც ფარმაცევტულ მრეწველობაში, ასევე კოსმეტოლოგიაში და საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა. ჩვენ ფუტკრის შხამის გენერატორებს ვაწარმოებდით.  თუმცა, მალე მოთხოვნა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება დავიწყეთ“- იხსენებს შალვა იოსელიანი.

დღეს სამტრედიის სოფელ ბაშში მას  მეურნეობა აქვს და წელიწადში  20 ტონამდე თაფლს აწარმოებს. ფუტკრები კი სამეგრელოში, გურიაში და იმერეთის სხვადასხვა სოფლებში ჰყავს განთავსებული.

„ორი და სამი კილომეტრის  დაშორების რადიუსში განთავსებულ საფუტკრეში გემოც კი განსხვავდება“-გვიხსნის შალვა. 

მზიანი, თბილი და მშრალი ამინდები – იდეალურია ფუტკრებისთვის. ასეთ პირობებში  თაფლის რაოდენობა და ხარისხი იზრდება. ცუდ ამინდში მათ  სკიდან გასვლა უჭირთ, ნექტარიც ნაკლებია ბუნებაში, რაც თაფლის წარმოებას ამცირებს, დიდი შანსია ფუტკრები დაიხოცნონ.

როცა ისეთ საქმიანობას ეწევი, სადაც  მხოლოდ დაუღალავი შრომა საკმარისი არაა და  გარემო პირობებზეც ხარ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორის ყოლა. 10 წელზე მეტია შალვა იოსელიანი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

“თიბისის მხარდაჭერა საშუალებას  მაძლევს  მყავდეს ადამიანები დასაქმებული და ზაფხულის სამუშაოები გავწიო”- ამბობს  მეფუტკრე.

როგორც შალვა  იოსელიანი გვიხსნის, საქართველოში სარეალიზაციოდ ყველაზე პოპულარული  წაბლის და აკაციის თაფლია.

“ადამიანი შედეგით არასდროს არაა კმაყოფილი და ბუნებრივია უნდა თაფლის მეტი რაოდენობა მიიღოს. 64 წლის ვარ, ვაპირებ ამ საქმეში კიდევ 6 წელი ვიყო”- ამბობს”- ამბობს მეფუტკრე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა