თიბისი, ბიზნესბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
თიბისი, ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, უკვე არსებულს კი - მუდმივად ხვეწს და ავითარებს.
ამჯერად, თიბისიმ, შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს ბიზნესბარათებით გადახდებზე სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. კერძოდ,თიბისის ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც თიბისის ბიზნესბარათით პირველად ისარგებლებენ და 23-29 ნოემბერს, ჯამურად 2 000 ლარის გადახდებს განახორციელებენ, 500 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.
კამპანიის ფარგლებში, ქეშბექს პირველი 500 ბიზნესმომხმარებელი მიიღებს.
სპეციალური პირობით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბიზნესმომხმარებლებს, რომლებიც შემდეგი ტიპის ბარათებით განახორციელებენ გადახდებს: ინდივიდუალური მეწარმეების ბიზნესნაკრები, იურიდიული პირების ბიზნესნაკრები, სტარტაპნაკრები, ბიზნეს, ბიზნეს პლატინა ან აგრო ბარათი. გადახდა უნდა განხორციელდეს ბიზნესბარათით, თიბისის POS ტერმინალზე ან ონლაინ, თიბისის გადახდის სისტემის გამოყენებით. (საკუთარ POS ტერმინალზე, ბიზნესბარათით განხორციელებული გადახდები კამპანიაში არ ჩაითვლება).
შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: black-friday-offer
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.