მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

თიბისი, ბიზნესბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

news image
mbc image

თიბისი, ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, უკვე არსებულს კი - მუდმივად ხვეწს და ავითარებს.

ამჯერად, თიბისიმ, შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს ბიზნესბარათებით გადახდებზე სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. კერძოდ,თიბისის ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც თიბისის ბიზნესბარათით პირველად ისარგებლებენ და 23-29 ნოემბერს, ჯამურად 2 000 ლარის გადახდებს განახორციელებენ, 500 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.

კამპანიის ფარგლებში, ქეშბექს პირველი 500 ბიზნესმომხმარებელი მიიღებს.

სპეციალური პირობით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბიზნესმომხმარებლებს, რომლებიც შემდეგი ტიპის ბარათებით განახორციელებენ გადახდებს: ინდივიდუალური მეწარმეების ბიზნესნაკრები, იურიდიული პირების ბიზნესნაკრები, სტარტაპნაკრები, ბიზნეს, ბიზნეს პლატინა ან აგრო ბარათი. გადახდა უნდა განხორციელდეს ბიზნესბარათით, თიბისის POS ტერმინალზე ან ონლაინ, თიბისის გადახდის სისტემის გამოყენებით. (საკუთარ POS ტერმინალზე, ბიზნესბარათით განხორციელებული გადახდები კამპანიაში არ ჩაითვლება).

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: black-friday-offer

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართული წარმოება ევროპული სტანდარტებით- როგორ აფასებს „საქკაბელის“ შესაძლებლობებს “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”?

24.11.2026.13:49

საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული საქმიანობისთვის პროდუქციის მაღალი ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ შესაბამისობის დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დადასტურება კი მწარმოებლის სანდოობასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ამყარებს.

სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტთან (EZÚ). თანამშრომლობის ფარგლებში, „საქკაბელის“ მიერ წარმოებულმა სხვადასხვა ტიპის საკაბელო პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.

კომპანიისთვის, რომელიც პროდუქციის ექსპორტს სამ კონტინენტზე ახორციელებს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პარტნიორების ნდობის განმტკიცებისა და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტული პოზიციების გასაძლიერებლად.

რა როლი აქვს დამოუკიდებელ სერტიფიცირებას მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობებისა და ხარისხის მართვის პროცესების შეფასებაში? რატომ არის მესამე მხარის შეფასება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზრებზე ნდობის მოსაპოვებლად და რას ნიშნავს ქართული საკაბელო პროდუქციის ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობა?

ამ საკითხებზე საკუთარ შეფასებებსა და ხედვას “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი” (EZÚ) გვიზიარებს.

რას გვიჩვენებს EZÚ-ში სერტიფიცირების პროცესი ისეთი საკაბელო პროდუქციის მწარმოებლის ხარისხისა და შესაძლებლობების შესახებ, როგორიც „საქკაბელია“?

უპირველეს ყოვლისა, სერტიფიცირების პროცესი საშუალებას გვაძლევს, დავადასტუროთ, რომ მწარმოებელს შეუძლია გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად დააკმაყოფილოს მკაფიოდ განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „საქკაბელმა“ აირჩია EZÚ - ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში კარგად დამკვიდრებული და აღიარებული ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია HAR-ისა და IECEE-ის საერთაშორისო სერტიფიცირების სისტემებში.

სერტიფიცირების პროცესი მხოლოდ იმის დადგენას არ ემსახურება, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული კაბელი დადგენილ სტანდარტებს. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ მწარმოებლის უნარი, დროთა განმავლობაში უზრუნველყოს წარმოების ხარისხის თანმიმდევრულობა, ხარისხის ეფექტიანი კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების სტაბილურობა.

ისეთი კომპანიისთვის, როგორიც „საქკაბელია“, ამ პროცესის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ მას გააჩნია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის წარმოებისთვის აუცილებელი ტექნიკური კომპეტენცია, საწარმოო დისციპლინა და ხარისხის მართვის პროცესები.

რატომ არის დამოუკიდებელი ტესტირება და სერტიფიცირება მნიშვნელოვანი მწარმოებლისთვის, რომელსაც სურს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციის გაწევა?

საერთაშორისო ბაზრებზე მწარმოებლის მიერ მხოლოდ იმის გაცხადება, რომ პროდუქცია გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საკმარისი არ არის. აუცილებელია ამ განცხადებების დამოუკიდებელი დადასტურება.

აღიარებული და დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ განხორციელებული სერტიფიცირება მომხმარებლებს, დისტრიბუტორებსა და ბიზნესპარტნიორებს უფრო მეტ ნდობას უჩენს, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს როგორც დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, ისე შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.

ამასთან, სერტიფიცირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაამარტივოს მწარმოებლისთვის ახალ ბაზრებზე შესვლა, რადგან ის ამცირებს იმ გაურკვევლობას, რომელიც ბუნებრივად ახლავს თან ახალი ან ნაკლებად ცნობილი მომწოდებლის შეფასების პროცესს.

შესაბამისად, მწარმოებლისთვის დამოუკიდებელი სერტიფიცირება გაცილებით მეტია, ვიდრე პროდუქციის ხარისხის დადასტურება. ის ასევე ნდობის მოპოვების, სანდოობის განმტკიცებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს ქართული საკაბელო პროდუქციის ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობას როგორც თავად მწარმოებლისთვის, ისე მთლიანად ქართული ინდუსტრიისთვის?

ევროპული მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროდუქციის მაღალი ტექნიკური ხარისხი მწარმოებლის წარმოშობის ქვეყანაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მის უნარზე, დანერგოს და მუდმივად შეინარჩუნოს სათანადო საწარმოო პროცესები და ხარისხის კონტროლის ეფექტიანი სისტემა.

ეს ასევე ადასტურებს, რომ მწარმოებელს შეუძლია მიაღწიოს ევროპულ ბაზარზე მოთხოვნილ ხარისხის დონეს და საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩამოყალიბდეს სანდო და კონკურენტუნარიან პარტნიორად.

EZÚ-სთვის განსაკუთრებით სასიხარულოა იმის დანახვა, რომ სერტიფიცირების პროცესი ისეთ მწარმოებლებს, როგორიც „საქკაბელია“, საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნაში ეხმარება.

"საქკაბელის" შესახებ:

1958 წლიდან, "საქკაბელი" ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას იკავებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 10,000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 9 შოურუმითა და სადილერო/სადისტრიბუციო ქსელით არის წარმოდგენილი. 2010 წლიდან „საქკაბელი“ საერთაშორისო ბაზრებზეც ოპერირებს, მისი პროდუქცია კი დღეს სამ კონტინენტზე გადის ექსპორტზე.

“ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის” შესახებ:

ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი მოწინავე ევროპული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც 1926 წლიდან ახორციელებს პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების ტესტირებას, შემოწმებასა და სერტიფიცირებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან და უზრუნველყოფს მიუკერძოებელ შეფასებას პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა