მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.2
0.013
flag
AZN 1.5389
0.0019
flag
CNY 38.92
0.0052
flag
EUR 3.0333
-0.0079
flag
GBP 3.5407
-0.0063
flag
KZT 56.67
0.0018
flag
TRY 0.0542
-0.0001
flag
USD 2.6156
0.0031
news banner

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

news image
mbc image

Punchline Profit - ასე ჰქვია საქართველოში შექმნილ პირველ YouTube ბიზნესფორმატს, რომელიც სულ მალე, YouTube-ის პლატფორმაზე გამოჩნდება. ბიზნესშოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების გამოწვევებს, სირთულეებსა და შიშებს გულწრფელი დიალოგითა და იუმორის საშუალებით განიხილავს.

ბიზნესშოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.

Punchline Profit-ის ეპიზოდების ნახვა, საინტერესო წამყვანებითა და სტუმრებით (რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი), თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თითოეული ეპიზოდი სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს:

● დისკუსია - წამყვანები და მოწვეული თანაწამყვანები ბიზნესთემებზე საკუთარ გამოცდილებასა და სახალისო ისტორიებს გააზიარებენ;
● ბიზნესთერაპია - ბიზნესის წარმომადგენლები შოუში საკუთარ რეალურ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემის გაანალიზება, მათ შორის იუმორის გამოყენებით;
● გამოსავლის ძიება - შოუს მონაწილე ბიზნესები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, არაფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ - იქნება ეს შესაბამისი კონტაქტები, ექსპერტიზა თუ სხვადასხვა სახის შესაძლებლობა.

„დღევანდელ რეალობაში, უამრავ ბიზნესპროფესიონალს აქვს კონკრეტული გამოწვევა ან საჭიროება, თუმცა არ იცის, სად დასვას კითხვა, ვის სთხოვოს რჩევა ან სად მიიღოს მხარდაჭერა. ამასთანავე, წარმატებული ისტორიების დომინირებამ სირთულეებზე საუბარი თითქოს უხერხული გახადა. Punchline Profit არღვევს ამ სტერეოტიპს და ქმნის ახალ მიდგომას: ბიზნესის გამოწვევების განხილვა იუმორისა და გულწრფელი დიალოგის საშუალებით, სადაც თითოეულ ეპიზოდში მეწარმეები ღიად საუბრობენ რეალურ პრობლემებზე, შეცდომებზე, შიშზე, თავისუფლად სვამენ კითხვებს, ეძებენ მხარდაჭერას, აზიარებენ გამოცდილებას და დიალოგის რეჟიმში, წამყვანებისგან იღებენ უკუკავშირს“, - დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი.

„თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე - იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა - საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია”, - ნათია პაჭიკაშვილი, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი.

“Visa აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ბიზნესეკოსისტემის განვითარებას. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ვქმნით დინამიკურ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. პროექტი თავისი შემოქმედებითი ფორმატით მეწარმეთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მიხარია, რომ Visa ამ ახალი და საინტერესო ინიციატივის ნაწილია”, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

Punchline Profit-ის ეპიზოდების და კონტენტის ნახვა, YouTube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე LinkedIn-სა და TikTok-ზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს „ნიადაგი“ 2026 წლის პირველ ნახევარს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

01.09.2026.14:00

2026 წლის პირველი ნახევარი აგრო-საკონსულტაციო კომპანია „ნიადაგისთვის“ საექსპორტო მიმართულების გაძლიერებისა და ახალი ბაზრების ათვისების თვალსაზრისით აქტიური აღმოჩნდა. კომპანიამ ქართული აგროპროდუქციის, მათ შორის მოცვის, სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და ინდოეთში გატანა შეძლო.

როგორ აფასებს კომპანია 2026 წლის პირველ ნახევარს და რა გეგმები აქვს წლის დარჩენილ პერიოდში - Business Insider Georgia-სთან „ნიადაგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი სალომე დიდებაშვილი საუბრობს.

როგორ შეაფასებდით „ნიადაგის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ექვსი თვე „ნიადაგისთვის“ საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ შედეგად განსაკუთრებით გამოვყოფდით საექსპორტო მიმართულების გაძლიერებას, განსაკუთრებით კი მოცვის მიმართულებით.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად შევძელით ახალი საექსპორტო ბაზრების გამოცდა და პროდუქციის წარმატებით გატანა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა სინგაპური, ჰონგ-კონგი და ინდოეთი. ეს ჩვენთვის მხოლოდ კონკრეტული მიწოდებების განხორციელება არ ყოფილა - ამ პროცესმა მოგვცა შესაძლებლობა, უკეთ შეგვეფასებინა ახალი ბაზრების მოთხოვნები, მომხმარებლის მოლოდინები, ლოგისტიკური შესაძლებლობები და თითოეული ბაზრის სპეციფიკა.

შესაბამისად, ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა ქართული აგროპროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქცია მხოლოდ რამდენიმე ტრადიციულ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული და ეტაპობრივად შევქმნათ უფრო მრავალფეროვანი და მდგრადი საექსპორტო ქსელი.

ამასთან, პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისითაც. ჩვენთვის საერთაშორისო პარტნიორობა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას არ ნიშნავს - ეს არის გამოცდილების, ცოდნისა და ბაზარზე შესვლის შესაძლებლობების გაზიარება, რაც საბოლოოდ ქართული აგროსექტორის განვითარებასაც ემსახურება.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა აგროსაკონსულტაციო და აგროსერვისებზე 2026 წლის პირველ ნახევარში? რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?

2026 წლის პირველ ნახევარში აშკარად ვხედავთ, რომ აგროსექტორში მომხმარებლის მოთხოვნა უფრო პროფესიონალური და კომპლექსური მომსახურებებისკენ გადადის. დღეს მეწარმისთვის მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ან ცალკეული მომსახურების შეთავაზება აღარ არის საკმარისი - მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც პროექტს თავიდან ბოლომდე სწორად დაგეგმავს და განხორციელების პროცესშიც პასუხისმგებლობას გაიზიარებს.

ჩვენი დაკვირვებით, განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა პროექტის წინასწარ დაგეგმვაზე, აგრონომიულ კონსულტაციაზე, მიწის სწორ მომზადებაზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, ხარისხიან აგრორესურსებზე და პროექტის მენეჯმენტზე. ეს ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება იმასაც, რომ აგრობიზნესში ინვესტორები უფრო მეტად ითვალისწინებენ არა მხოლოდ მოსავლიანობას, არამედ პროექტის ეკონომიკურ ეფექტიანობას, რისკების მართვასა და გრძელვადიან მდგრადობას.

ამასთან, იზრდება ინტერესი საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან „ნიადაგის“ ბიზნესმოდელი სწორედ საერთაშორისო ცოდნისა და ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში ადაპტირებას ეფუძნება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივცეთ არა უბრალოდ კონსულტაცია, არამედ კონკრეტულ პროექტზე მორგებული, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტა.

ამ ტენდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კონსალტინგისა და ფინანსურ რესურსებთან წვდომის საჭიროების ზრდაც. მეწარმეებს ხშირად სჭირდებათ არა მხოლოდ იმის ცოდნა, რა ტექნოლოგია ან აგრორესურსი გამოიყენონ, არამედ როგორ ჩამოაყალიბონ პროექტი ისე, რომ ის ფინანსურად გამართული, საინვესტიციოდ დასაბუთებული და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობისთვის შესაბამისი იყოს. ამიტომ კონსულტაციის მიმართულება უფრო ფართო ხდება,რაც მოიცავს პროექტის ეკონომიკურ შეფასებას, საინვესტიციო საჭიროებების განსაზღვრას, ფინანსური მოდელის ჩამოყალიბებასა და შესაბამის ფინანსურ რესურსებთან წვდომის ხელშეწყობას. ჩვენთვის ეს არის ის დამატებითი ღირებულება, რომელიც აგრომეწარმეს პროექტის იდეიდან მის რეალურ განხორციელებამდე სჭირდება.

ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ქართული აგრო სექტორი თანდათან უფრო მეტად გადადის პროფესიონალიზაციის, ტექნოლოგიზაციისა და საექსპორტო სტანდარტებთან დაახლოების ეტაპზე.

რა შედეგები მოიტანა „ნიადაგის“ საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებამ და იგეგმება თუ არა წლის დარჩენილ პერიოდში ახალი თანამშრომლობების დამატება და პარტნიორული ქსელის გაფართოება?

საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებამ ჩვენთვის ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა - პირველ რიგში, ახალი საექსპორტო ბაზრების გამოცდისა და ქართული პროდუქციის ამ ბაზრებზე წარმატებით გატანის შესაძლებლობა.

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განსაკუთრებით გავაძლიერეთ მოცვის ექსპორტის მიმართულება. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ბაზრის ათვისება მხოლოდ პროდუქციის გაგზავნას არ გულისხმობს - საჭიროა ბაზრის მოთხოვნების, მომხმარებლის ქცევის, ხარისხის სტანდარტების, ლოგისტიკისა და კომერციული პირობების დეტალური შესწავლა.

ამ პროცესმა დაგვანახა, რომ ქართული პროდუქციისთვის აზიის ბაზრებზე რეალური შესაძლებლობები არსებობს და კიდევ უფრო გაგვიჩინა მოტივაცია, გავაგრძელოთ ბაზრების დივერსიფიკაცია.

წლის დარჩენილ პერიოდში, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ როგორც არსებული საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას, ისე ახალი თანამშრომლობების განვითარებას. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ პარტნიორების რაოდენობის ზრდა არ არის - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორული ქსელის შექმნა, რომელიც რეალურად დაგვეხმარება ქართული აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანასა და პოზიციების გამყარებაში.

ამასთან, ახლა უკვე აქტიურად ვმუშაობთ სხვა კულტურების საექსპორტო მიმართულებების გაძლიერებაზეც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ამ ეტაპზე ვკონცენტრირდებით, არის თხილის ექსპორტი. ჩვენი მიზანია, საექსპორტო კალათა ეტაპობრივად გავაფართოოთ და სხვადასხვა კულტურისთვის ახალი ბაზრების მოძიებისა და ათვისების მიმართულებით იგივე გამოცდილება გამოვიყენოთ.

რა არის „ნიადაგის“ მთავარი ფოკუსი 2026 წლის დარჩენილ პერიოდში და როგორი მოლოდინი გაქვთ წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?

2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება უკვე შექმნილი შესაძლებლობების რეალურ ბიზნესშედეგებად გარდაქმნა. გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ „ნიადაგის“ პოზიცია, როგორც აგრობიზნესის განვითარების სრულფასოვანი პარტნიორის - კომპანიად, რომელსაც შეუძლია პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული, მისი განხორციელებით, მართვითა და საბოლოო რეალიზაციით დასრულებული პროცესის მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და საქართველოში ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის აგრორესურსების შემოტანა. პარალელურად, გავაგრძელებთ საექსპორტო მიმართულების განვითარებას და ქართული აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებაზე მუშაობას, რაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ცოდნის გაზიარებასა და სექტორის განვითარებაში ჩვენს მონაწილეობას. Agrifuture Georgia-ს მსგავსი პროექტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გვინდა, საქართველოში აგრობიზნესის შესახებ საუბარი უფრო მეტად ეფუძნებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკულ ცოდნას.

ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში გავაძლიერებთ კონსალთინგის მიმართულებას და აგრომეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის ხელშეწყობას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს პროექტის დაგეგმვიდან ფინანსური საჭიროებების შეფასებამდე სრულყოფილი მხარდაჭერა შევთავაზოთ, რაც ბიზნესებს პროექტების სწორად განვითარებასა და წარმოების გაფართოებაში დაეხმარება.

რაც შეეხება წლის საბოლოო შედეგებს, ჩვენი მოლოდინი პოზიტიურია. 2026 წელს ჩვენთვის მთავარი საზომი მხოლოდ ფინანსური ზრდა არ იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი პარტნიორობების შექმნა, პროექტების ხარისხის გაუმჯობესება, მომსახურებების გაფართოება და „ნიადაგის“ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი და სანდო აგროპარტნიორის პოზიციონირება. ვფიქრობთ, წლის მეორე ნახევარი ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა