მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

news image
mbc image

საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit გრძელდება და სექტემბერში, მაყურებელს, ახალ ეპიზოდს სთავაზობს.

ეპიზოდი ორ ნაწილად იყოფა და ის Punchline Profit-ის Youtube არხზე უკვე ხელმისაწვდომია.

ახალ ეპიზოდში, ბიზნესშოუს წამყვანები და მოწვეული სტუმრები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობენ: როგორ იზრდება გლობალური ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, როცა მისი მთავარი გამოწვევა უკვე არა იდეა, პროდუქტი ან ინვესტიცია, არამედ - სწორი ადამიანების პოვნა და გუნდის გაზრდაა.

ანა რობაქიძე - Theneo-ს დამფუძნებელი და CEO, მაყურებელს კომპანიის ზრდის გამოცდილებას, კადრების მოძიებისა და განვითარების გამოწვევებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქართული ბაზარი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებისთვის.

Punchline Profit-ის სექტემბრის ეპიზოდის მეორე ნაწილი პირად და რეალურ გამოწვევებს დაეთმობა. როგორ აშენებ სტარტაპს 51 წლის ასაკში, როცა ოჯახი, შვილები და პასუხისმგებლობები აღარ გაძლევს საშუალებს, წლები გაატარო ექსპერიმენტებში ან დიდი დრო დაუთმო უცხოეთში კაპიტალის მოძიებას.

ირაკლი ბესელიძე - Calen AI-ს დამფუძნებელი, მაყურებელს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას იმაზე, თუ რას ნიშნავს ბიზნესის წამოწყება მაშინ, როცა საკუთარი დრო გაცილებით ძვირფას რესურსად იქცევა და თითოეულ გადაწყვეტილებას უფრო დიდი ,,ფასი’’ აქვს.

Punchline Profit-ის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანი კი, ლუკა ნაჭყებია - შეფი, კვების ტექნოლოგი, რესტორატორი და გასტრონომი, რომელსაც გუნდის შექმნისა და სწორი ადამიანების პოვნის საკუთარი, განსხვავებული ხედვა აქვს, ტექნოლოგიები და HoReCa, ორი სრულიად განსხვავებული სფერო, მაგრამ ერთი საერთო გამოწვევა: როგორ იპოვო, გაზარდო და შეინარჩუნო ტალანტი.

თუ ტექნოლოგიები, სტარტაპები, ტალანტების განვითარება, განათლება და ბიზნესის ზრდის რეალური გამოწვევები გაინტერესებთ, ეს ეპიზოდი თქვენთვისაა.

Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.

ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

08.10.2026.13:32

საქართველოს ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 118 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) დაფინანსებას, განვითარებასა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, მათ შორის - რეგიონებსა და სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება.

შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი 58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია.

აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

„ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.

„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში.

აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა