თიბისი - ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებსა და მათი ცხოვრების გამარტივებაზე. ეს სიმარტივე განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმე სურვილების ასრულებას ან გადაუდებელი საჭიროებების მარტივად მოგვარებას ეხება, რაშიც თიბისი განვადების პროდუქტი გეხმარებათ.
თიბისი განვადების ლიმიტი 100-დან 15,000 ლარამდეა, ეფექტური 23.4%-დან, რომლის დამტკიცებაც წამებში, მობაილბანკიდანვე შეგიძლიათ. ნივთის ან სერვისის ღირებულება კი, 3-დან 48 თვემდე ნაწილდება.
16-დან 30 მარტის ჩათვლით, თიბისის ონლაინ განვადებით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ამ პერიოდში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სპეციალურ თამაშში და მიიღონ ფულადი პრიზი - 500, 400, 300, 200 ან 100 ლარი.
თამაშში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ განვადების დამტკიცებისა და გაცემის შემთხვევაში.
ამ პერიოდში, თიბისის 7000-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის ან მომსახურების ონლაინ განვადებით შეძენისას, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ თიბისი განვადების ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ თამაშში, რომელიც ერთნაირი ფიგურების სწრაფად პოვნაზეა დაფუძნებული. თითოეულ გაცემულ განვადებაზე თამაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. გამარჯვების მთავარი ფაქტორი კი, სისწრაფეა - ვინც მისიას ყველაზე სწრაფად შეასრულებს, გამარჯვებულთა შორის მოხვდება.
თამაშს ყოველკვირეულად ეყოლება 5 გამარჯვებული - მომხმარებელი გამარჯვების შესახებ ინფორმაციას კვირის დასრულების შემდეგ, მომდევნო სამუშაო დღეს, SMS შეტყობინებით მიიღებს და მოგებული თანხა ერთგულ ყულაბაში, გამარჯვებიდან 10 დღეში ჩაერიცხება.
დეტალური წესების და პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჯორჯიან ბასი და mobineX დამეგობრდნენ - უსაფრთხო მგზავრობა და უფასო MB-ები საჩუქრად ქართველ მოგზაურებს
21.10.2026.17:06
ჯორჯიან ბასი და mobineX-ი დამეგობრდნენ. ამ პარტნიორობის მთავარი მიზანია, ქართველ მოგზაურებს საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი კიდევ უფრო სასიამოვნო, მშვიდ და კომფორტულ გამოცდილებად უქციოს.
თუ უახლოეს პერიოდში ევროპისკენ მიემგზავრები და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელად ჯორჯიან ბასის სერვისით აპირებ ისარგებლო, ეს სიახლე სწორედ შენთვისაა. მგზავრობასთან ერთად, საჩუქრად მიიღებ mobineX-ის 3GB სამოგზაურო ინტერნეტს. არ გამოტოვო ეს ხელსაყრელი შეთავაზება და აქციე შენი მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვან თავგადასავლად.
როუმინგ ინტერნეტი ევროპაში
ახალ ქვეყანაში ჩასვლისას გამართული ინტერნეტი პირველ რიგში უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიაა. ციფრულ ეპოქაში კავშირის გარეშე გადაადგილება წარმოუდგენელია. რუკაზე სასურველი ლოკაციის მოძებნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის შემოწმება, სასტუმროს ჯავშნის ნახვა თუ ოჯახის წევრებთან დაკავშირება, ინტერნეტთან უწყვეტ წვდომას მოითხოვს.
საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს eSIM ალტერნატივა. ეს არის ყველაზე მარტივი, თანამედროვე და სწრაფი გზა მობილური ინტერნეტის გასააქტიურებლად. eSIM-ის წყალობით, ინტერნეტს ტელეფონში სულ რამდენიმე წამში, გამგზავრებამდე ან ჩაფრენისთანავე ჩართავ.
mobineX-ის შეთავაზებები
mobineX-ი ციფრული მობილური ოპერატორია, რომელიც სპეციალურად ქართველ მოგზაურებზე მორგებულ პირობებსა და ტარიფებს ქმნის. კომპანია ზუსტად ითვალისწინებს შენს საჭიროებებს და გთავაზობს მოქნილ, ხელმისაწვდომ და საიმედო ინტერნეტპაკეტებს ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
mobineX-ის ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას. იმის მიხედვით, ხანმოკლე ტურს გეგმავ, შაბათ-კვირას გინდა გარემო შეიცვალო, თუ ხანგრძლივი ევროპული არდადეგები გსურს მოიწყო, mobineX-ის მრავალფეროვან შეთავაზებებში აუცილებლად იპოვი შენზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს.
უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის
ჯორჯიან ბასი და mobineX ერთად განაგრძობენ შენს კომფორტზე ზრუნვას. კეთიმოწყობილი ტრანსპორტი შენს უსაფრთხო და მშვიდ გადაადგილებას უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტამდე. mobineX-ის ნაჩუქარი MB-ებით კი დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე სრულიად დაცული, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტით ისარგებლებ. ეს შეთავაზება დაგიზოგავს ფინანსებს, გათავისუფლებს ზედმეტი სტრესისგან და მოგზაურობის პირველივე წუთებიდან სასიამოვნო ემოციებით გავსებს.