მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი დაზღვევა - Fitch Ratings-ის ,,BB სტაბილური”- ს მფლობელია

news image
mbc image

 „თიბისი დაზღვევა“ საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმი BB სტაბილური პროგნოზით მიანიჭა.

 

„თიბისის დაზღვევის“ რეიტინგი განპირობებულია სტაბილურად ძლიერი და მზარდი   ფინანსური მაჩვენებლებით. კომპანიის კაპიტალი, დღეისთვის, 50 მილიონს აღემატება, 2024 წლის მეორე კვარტლის, გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი კი,  207%-ია , - წერია Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში.

 

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ რეიტინგის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დივერსიფიცირებული პორტფელია, Fitch-ი დადებითად აფასებს, რომ კომპანია მხოლოდ  “A” კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვეველებთან პარტნიორობს.

 

 

„თიბისი დაზღვევა“ ბაზარზე 7 წელია საქმიანობს და, დაარსების პირველივე წლებიდანვე, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციები უჭირავს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დაზღვევის საცალო ბაზარზე, პირველ ადგილზე ვართ, როგორც ბაზრის წილით, ასევე, მომხმარებლის კმაყოფილებითა და ანაზღაურების ოდენობითაც. დაარსებიდან დღემდე, მომხმარებლებისთვის, 300 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ანაზღაურებული.

 

„თიბისი დაზღვევა“, ყოველთვის წარმოადგენდა ინოვატორ სადაზღევევო კომპანიას, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომებით, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზე. - დავით კიღურაძე - გენერალური დირექტორი

„თიბისი დაზღვევა“ თიბისი ჯგუფის წევრი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ 2024 წელს, მომხმარებლებზე 53 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა აანაზღაურა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა