თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია - გვჯერა, ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას
თიბისიმ Euromoney-სგან აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საბანკო და ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Euromoney Awards for Excellence 2026 - თიბისიმ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისთვის დაჯილდოვდა.
თიბისის ჯილდოები ასევე გადაეცა 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით:
• საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში;
• საუკეთესო კორპორატიული ბანკი საქართველოში;
• თიბისი კაპიტალი - საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში;
ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის მიერ შექმნილი პროდუქტები, სერვისები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და მომხმარებლის საჭიროებებს ერგება. ეს მიდგომა თიბისის საშუალებას აძლევს, ადამიანებსა და ბიზნესებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს და უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული საბანკო მომსახურება შესთავაზოს.
30 წელზე მეტია, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს მასშტაბით იმ ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი შედეგებით, ინოვაციებითა და მომხმარებელზე ორიენტირებულობით ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ქმნიან.
სხვა სიახლეები
პირველი ფილიალი და გაფართოებული ასორტიმენტი - რა სიახლეები აქვს „ქეთო'ს“
14.09.2026.16:00
ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. ბოლო პერიოდში კომპანია ახალი მაღაზიის გახსნით, ასორტიმენტის გაფართოებითა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გააქტიურებით გამოირჩევა. ამ და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე ესაუბრა.
„ერთ-ერთი მთავარი სიახლე მაღაზიის გახსნაა. ბაზარი ორბელიანზე მანამდეც მქონდა სივრცე, თუმცა სულ ახლახანს გავფართოვდი და სრულფასოვანი მაღაზია გავხსენი. ეს არის პირველი ფილიალი, რომელიც გავაკეთე და მისი გახსნა ჩემი დიდი ხნის მიზანი იყო.

მოთხოვნა და მომხმარებლების ინტერესი მზარდია, მაღაზიას კი აქტიურად სტუმრობენ ტურისტებიც. ამასთან, გავააქტიურე სოციალური ქსელების მიმართულებაც.
გავაფართოვე ასორტიმენტიც - დავამატე პომიდვრის ჩირი ზეთში და წიწაკის ჯემი მარაკუიით. სეზონი ახლა დაიწყო და ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ვგეგმავ. მათ შორის, ვაპირებ ნივრის კრემის დამატებასაც.
წლის დარჩენილ პერიოდში ჩემი მთავარი პრიორიტეტი ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და გაფართოება იქნება. სამომავლო გეგმებში კი ახალი ფილიალების დამატებაც შედის“, - აცხადებს ქეთი მელაძე.