თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის და აუმჯობესებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მათ საჭიროებებს ერგება და ყოველდღიურობას უმარტივებს.
ამჯერად, ბანკმა თიბისი განაწილების პირობები გააუმჯობესა - მომხმარებლებს შენაძენის ღირებულების განაწილება უკვე უფრო ხანგრძლივად, 4 თვის ნაცვლად 6 თვეზე შეუძლიათ, ეფექტური 0%-ით, დამატებითი ხარჯისა და გაძვირების გარეშე.
განაწილება თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შენაძენების ღირებულების ეტაპობრივად დაფარვისა და სურვილების მარტივად ასრულების შესაძლებლობას აძლევს.
განაწილების ლიმიტის შემოწმება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკში - შედით და ნახეთ რა ლიმიტია ხელმისაწვდომი თქვენი სურვილების ასასრულებლად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.