მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

news image
mbc image

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ქმნის შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც, პროფესიული განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა სურს. ამჯერად, თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის მიმართულებით ახალ სასწავლო პროგრამას Blockchain Technologies იწყებს. 

კურსი იმ პროფესიონალებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაცნობა უნდა თანამედროვე ბიზნესში.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპებს, Smart Contract-ებს, უსაფრთხოების მექანიზმებს, ტოკენებსა და ციფრულ აქტივებს, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებას ბანკინგში, FinTech-ში, დაზღვევაში, უძრავი ქონებისა და სხვა ინდუსტრიებში. პროგრამა მოიცავს რეალური ბიზნესქეისების ანალიზს, რეგულაციებსა და ბლოკჩეინ პროექტების დაგეგმვის პრაქტიკულ ასპექტებს.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესისა და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის, პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერებისთვის, რისკისა და Compliance-ის სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბლოკჩეინის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენება სურს.

„ბლოკჩეინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ და არაერთ სხვა ინდუსტრიას. IT აკადემიის მიზანია, მონაწილეებს მივცეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის გამოყენება რეალური ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად. ამასთან, Tether-თან თანამშრომლობა პროგრამას საერთაშორისო გამოცდილებასა და ინდუსტრიაში დაგროვებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ დამატებით ღირებულებას სძენს“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

თიბისი IT აკადემიამ პროგრამა Tether-თან თანამშრომლობით მოამზადა. Tether მსოფლიოში ყველაზე დიდი სტეიბლქოინის USDT-ის გამომშვებია და კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში 7-დან 19 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Robo Coder - 2026–2027 სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობებით

09.09.2026.18:00

2026-2027 სასწავლო წელს ტექნოლოგიური განათლების ცენტრი ROBO Coder ახალი იდეებითა და მიმართულებებით ხვდება. ცენტრი აგრძელებს უკვე წარმატებული პროგრამების განვითარებას და ამავდროულად ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო ბექაურს ესაუბრა.

ROBO Coder-ის პროგრამებში წელს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პროგრამირებასა და თამაშების შექმნას. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად მოიფიქრონ თამაშის იდეა, შექმნან პერსონაჟები და თამაშის მექანიკა და საკუთარი იდეა რეალურ ციფრულ პროდუქტად აქციონ.

ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Robo Coder Anywhere - მობილური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ROBO Coder-ის გუნდი თავად მივა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ბავშვებს ადგილზე შესთავაზებს რობოტიკისა და პროგრამირების გაკვეთილებს. ამგვარად, თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება უფრო მეტი ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

2026–2027 სასწავლო წლის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ინტერესი შეინიშნება როგორც ROBO Coder-ის მოქმედი მოსწავლეების მხრიდან, რომლებიც სწავლის შემდეგ ეტაპზე გადადიან, ასევე ახალი მოსწავლეების მხრიდანაც.

მოთხოვნა სხვადასხვა ასაკობრივ მიმართულებაზეა - 3-5 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი კურსებიდან 10-15 წლის მოზარდებისთვის პროგრამირებისა და თამაშების შექმნის კურსებამდე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების მიმართ ინტერესი ბავშვების სხვადასხვა ასაკში იზრდება.

თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად Robo Coder-ის სასწავლო პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტიც. ცენტრის მიზანია, ბავშვებმა AI მხოლოდ მზა ინსტრუმენტის სახით არ გამოიყენონ. ისინი სწავლობენ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკუთარი იდეების განვითარებისა და განხორციელებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო ეს პროცესი თამაშების შექმნისას ხდება, როდესაც ბავშვი თავად არის იდეის ავტორი, ხოლო AI მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების დამატებითი ინსტრუმენტია.

ამასთან, ROBO Coder აგრძელებს იმ მიმართულების განვითარებას, რომლითაც ცენტრმა წლების განმავლობაში ბევრი ბავშვის ინტერესი მოიპოვა - Lego რობოტოტექნიკა. ტრადიციული კურსები კვლავ რჩება სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად. რეალური მოდელების აწყობა ბავშვებს ეხმარება წვრილი მოტორიკის, სივრცითი აზროვნების, ყურადღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.

თუმცა Robo Coder-ისთვის ტრადიციების შენარჩუნება განვითარებაზე უარის თქმას არ ნიშნავს. პირიქით - ცენტრის მთავარი მიზანია, პრაქტიკული სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებს დაუკავშიროს.

2026–2027 სასწავლო წლის მთავარი პრიორიტეტი სწორედ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. Robo Coder-ის მიზანია, შეინარჩუნოს ის, რაც ბავშვებისთვის საინტერესო და ეფექტურია, და ამავდროულად მუდმივად დაამატოს ახალი მიმართულებები.

სამომავლოდ Robo Coder-ის ხედვაა, განვითარდეს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების სივრცე, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი შემქმნელებიც ხდებიან“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა