მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

news image
mbc image

ხარისხიანი განათლება კარიერის პირველი ნაბიჯია, თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი პროგრამა შენს ქალაქში თუ სოფელში არ არის. თიბისის უფასო ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თანამედროვე ცოდნის მიღების შესაძლებლობას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარეშე ქმნის — სწორი ადგილია განათლებისთვის.

ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა - უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. კურსების განმავლობაში მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ ამოცანებზე მუშაობენ, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარებს ავითარებენ.

გაიცანით თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა არველაძე - ფოთიდან, რომელიც IT აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს მობაილბანკის თამაშზე „საგანძურის მარათონი“ მუშაობს.

„სამწუხაროა რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ფოთს განათლების და გამოცდილების მისაღებად, რაც ვფიქრობ რომ ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემაა. სამომავლოდ მეც ვგეგმავ ისეთი კურსები შევქმნა, რომლებიც ახალგაზრდებს დატოვებს ფოთში, რასაც დღეს IT აკადემია აკეთებს. IT აკადემიაში სახლიდან გაუსვლელად ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეგიძლია. ვფიქრობ, ფოთი არის სწორი ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო. მეც ასე მოვიქეცი, როდესაც IT აკადემიაში ჩავირიცხე და დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომელი ვარ“ - ლაშა არველაძე.

თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან მოქმედებს და მის პროგრამებში უკვე 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 500 ადამიანი თიბისისა და პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში დასაქმდა.

IT აკადემიასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც ხარისხიან განათლებაზე წვდომას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერებისგან ათავისუფლებს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები - სწორი ადგილია განათლებისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჭრებალოს მარანი“ 2026 წლის ზაფხულის სეზონისა და განვითარების გეგმების შესახებ

09.09.2026.16:00

2026 წლის ზაფხულის სეზონი „ჭრებალოს მარნისთვის“ გასულ წელთან შედარებით გაზრდილი სტუმრების რაოდენობითა და რეგიონში ტურისტული ნაკადის გააქტიურებით გამოირჩეოდა.

ვიზიტორების დინამიკისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელი სალომე ლეკიშვილი ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით 2026 წლის ზაფხულის სეზონს „ჭრებალოს მარნისთვის“ და რა იყო მთავარი ცვლილება გასულ წელთან შედარებით?

გასულ წელს ვთვლიდით, რომ სტუმრების რაოდენობის თვალსაზრისით საუკეთესო სეზონი გვქონდა, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ რაჭაში სტუმრების ნაკადი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

წლევანდელი ზაფხული ამინდის მხრივ საკმაოდ წვიმიანი იყო და თავიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ცუდი ამინდი ვიზიტორების რაოდენობაზე უარყოფითად აისახებოდა, რეალურად ასე არ მოხდა. განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევრიდან სტუმრების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამასთან, რაჭაში ჩამოსვლა უფრო მარტივი გახდა. ახალი, უფრო მოკლე გზის გახსნამ მგზავრობის დრო შეამცირა და რეგიონში ჩამოსვლა სტუმრებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივა, რაც ვიზიტორების რაოდენობაზეც აისახა.

როგორია „ჭრებალოს მარნის“ ვიზიტორების განაწილება - რა წილი მოდის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებზე და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ძირითადად?

ჩვენს სტუმრებს შორის, როგორც წესი, ადგილობრივი ვიზიტორები ჭარბობენ და მათი წილი დაახლოებით 70%-ია. დარჩენილი 30% სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებზე მოდის.

გასული წლის მსგავსად, უცხოელ სტუმრებს შორის ძირითადად ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. ძალიან დიდი ჯგუფები არ გვყოლია, თუმცა, მაგალითად, იტალიიდან რამდენიმე ექვსკაციან ჯგუფს ვუმასპინძლეთ. უცხოელი ვიზიტორების პროცენტული წილი დაახლოებით იგივეა, რაც გასულ წელს, თუმცა მთლიანობაში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.

როგორ აისახა გაზრდილი სტუმრების ნაკადი „ჭრებალოს მარნის“ საქმიანობაზე და შეიცვალა თუ არა სეზონზე გუნდის რაოდენობა?

სტუმრების ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, ზაფხულის სეზონზე თანამშრომლების რაოდენობაც გავზარდეთ. ზოგადად, რაჭა ნელ-ნელა ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ვიზიტორებისთვისაც, რაც, ბუნებრივია, ჩვენს საქმიანობაზეც აისახება.

რა გეგმები გაქვთ „ჭრებალოს მარნის“ განვითარების მიმართულებით და რა სიახლეებს უნდა ელოდონ სტუმრები მომდევნო სეზონზე?

ჩვენ, როგორც შარშან, წელსაც სასტუმროს მიმართულებით განვითარების იგივე გეგმა გვაქვს. უკვე მომდევნო ზაფხულის სეზონისთვის ვემზადებით და გვინდა, რომ სასტუმრო გავხსნათ. ეს ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გეგმაა.

მიმდინარე სეზონის შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა