მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

news image
mbc image

მთავარია, გჯეროდეს - შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, რომელიც 2026 წლიდან, სტუდენტებს განახლებული - უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება.

ახალი სეზონიდან, რედიზაინის შედეგად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წლის განმავლობაში თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო და აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულებები.

თიბისი კამპუსის 2026 წლის სეზონი მარკეტინგის მოდულზე მიღებით იწყება და რეგისტრაცია რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი კი 16 თებერვალს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება.

მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება:

• სარეკლამო კონტენტის შექმნა
• ციფრული მარკეტინგი
• SEO - საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.

კურსები პარალელურად ჩატარდება. მათი დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა სხვა მოდულებზეც გააგრძელონ.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, კამპუსში სწავლება, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და სრულიად უფასოა.

განვლილი სემესტრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კამპუსის კურსებზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს ეხმარება, როგორც კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში, ისე საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვაში.

კამპუსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-24 წლის ახალგაზრდების, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავენ მიზნად. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისის განათლების პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ, და სიახლეების მუდმივ ძიებაში კიდევ უფრო გაიღრმაო ცოდნა და ინტერესები. ყველაფერი გამოვა - მთავარი, გჯეროდეს!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

09.07.2026.12:47

12 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (GASF) ორგანიზებით წრიული რბოლის ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს Tegeta Fest-ზე ეპატიჟება - ფესტივალზე, რომელიც ავტოდრომს ცოცხალ, ინტერაქციულ პიტ-სტოპად აქცევს.

ფესტივალის სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ გასართობი ზონები და ისინი მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას შეძლებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების - Bridgestone, Michelin, Petronas, Shell, Motul, Varta, ATE და Champion - სპეციალური სივრცეები, სადაც სტუმრები, კომპანიების პროდუქციის გაცნობა-შეძენასთან ერთად, სხვადასხვა ინტერაქციულ გამოცდილებას მიიღებენ.

თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილის“ მთავარი ოფიცერი: „Tegeta Fest-ის იდეა ავტოსპორტის ირგვლივ სრულიად ახალი გამოცდილების შექმნაა. გვინდოდა, ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მხოლოდ რბოლა არ ყოფილიყო და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, მთელი დღე ინტერაქციულ, გასართობ და ტექნოლოგიურ გარემოში გაეტარებინათ. ჩვენი პარტნიორი ბრენდების ჩართულობით ფესტივალი აერთიანებს იმას, რაც ავტოინდუსტრიას ყველაზე მეტად ახასიათებს - ინოვაციას, ხარისხსა და ემოციას.

ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული ავტო- და მოტოსპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, ახალი თაობის ჩართულობასა და საავტომობილო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს“.

ფესტივალის კონცეფცია რეალური ავტორბოლის პიტ-სტოპის იდეას ეფუძნება - იმ რამდენიმე წამს, როდესაც ტექნოლოგია, სისწრაფე და გუნდური მუშაობა გამარჯვებას განსაზღვრავს. ამ გამოცდილებას სხვადასხვა აქტივობა გააცოცხლებს, რათა სტუმრებმა ავტოსპორტის ემოციები არა მხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ უშუალოდ თავადაც შეიგრძნონ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ, ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში: შეამოწმონ რეაქციის სისწრაფე, გამოცადონ პროფესიონალური რბოლის სიმულატორი, შეადარონ სარბოლო და სამოქალაქო ავტომობილების სამუხრუჭე სისტემების შესაძლებლობები და სხვა ინტერაქციული გამოცდილება მიიღონ. დასწრება თავისუფალია.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც ისინი პატარა მრბოლელებად იქცევიან - ბალანს-ბაიკებითა და პულტიანი სარბოლო ავტომობილებით გაერთობიან, ასევე სხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთვებიან.

სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე დახვდებათ კვებისა და სასმელების ზონა, დასასვენებელი სივრცეები და VIP-ტერასა, საიდანაც ავტორბოლის კომფორტულად ყურება იქნება შესაძლებელი.

ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, ხელს უწყობს როგორც პროფესიონალური შეჯიბრებების განვითარებას, ისე ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას ემსახურება. ამ ხედვის გაგრძელებაა ფესტივალიც, რომლის მიზანი ავტოსპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცის შექმნა და ღონისძიების ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებაა.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა