მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

news image
mbc image

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის 2-წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსება თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა. ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის მეორე და ბოლო ტრანშია. 

ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დეკემბრის ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 

ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის დადასტურებაა.

კომპანია მოზიდულ თანხებს გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილობრივ რეფინანსირებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენებს.

„თიბისი კაპიტალსა და „ემბისის“ შორის მეორე თანამშრომლობა შედგა: მიკრობანკთან ერთად აპრილში 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა დავამტკიცეთ, რომლის ფარგლებშიც ბოლო ტრანში განვახორციელეთ. ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მაღალი ინტერესი ადასტურებს, რომ ეს პარტნიორობა წარმატებულია.  მოხარული ვარ, რომ კომპანიას დაფინანსების მოზიდვაში დავეხმარეთ და ამ ნაბიჯით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც შევუწყეთ ხელი. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით უკვე 14 წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, როგორც ადგილობრივ, ასევე კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, კომპანია ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. 

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ბაზარზე, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ეს ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ბოლოტრანშია.  “ემბისის“მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს და ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. საქართველოს საპენსიო ფონდის მხარდაჭერა “ემბისის“ ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ემბისიმ“ მოიპოვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი 200 ათასი ლარის მოცულობით.  გრანტის სახით მიღებული თანხა ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდა“, - გია პეტრიაშვილი, “ემბისის”  გენერალური დირექტორი.

“მინდა, მივულოცო კომპანიას „ემბისი“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს, გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა. ვგეგმავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში, რადგან ჩვენი სააგენტოსთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი.

"ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ საქართველოს 8 რეგიონში, 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვან საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-სგან “ემბისის” მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable). 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა