მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

news image
mbc image

თიბისი კაპიტალი პირველი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს უზბეკეთის ფასიან ქაღალდებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა პარტნიორებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UZNIF) აქციები შესთავაზა, რომელიც ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე წარმატებით დაილისტა. ეს პირველი მასშტაბური საერთაშორისო განთავსებაა უზბეკეთის ისტორიაში.

თიბისი კაპიტალი აქციების პირველადი განთავსების (IPO) პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საერთაშორისო ინვესტორებს საშუალება მისცა, უზბეკეთის წამყვან სახელმწიფო კომპანიებში განეხორციელებინათ ინვესტიცია.

თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს უზბეკეთში. საინვესტიციო ბანკი ტაშკენტის საფონდო ბირჟის პირველი საერთაშორისო წევრია, მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და საერთაშორისო ინვესტორებს აზიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაში ინვესტირებას სთავაზობს.

„უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის IPO მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რეგიონის კაპიტალის ბაზრებისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში საწყისი ეტაპიდანვე ვიყავით ჩართული და ჩვენი წვლილი შევიტანეთ. თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია მუშაობს უზბეკეთში და უკვე 10-მდე განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა, 3 ტრანზაქციაში კი ემიტენტის მრჩევლის ფუნქცია შევითავსეთ. თიბისი კაპიტალი ერთადერთი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც ინვესტორებს უზბეკურ კაპიტალის ბაზარზე სრულყოფილ წვდომას სთავაზობს. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს რეგიონში”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია

14.07.2026.20:15

„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.

„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.

„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.

როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellf

დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ 

http://cellfie.ge;ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები  ამოიწურება.

„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე. [ლინკი ვიდეოზე]

მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში.

საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ — აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა