თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - წმინდა სავალუტო შემოდინებები რეკორდულად მაღალ დონეზე
ივნისის სავალუტო შემოდინებების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ დონეზეა. მკვეთრად გაიზარდა ტრადიციული ტურიზმი. ასევე, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი და ანალიტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით, ასევე მზარდია გზავნილებიც. მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს დაახლოებით იმავე ნიშნულზეა. თიბისის ოპერატიულ მონაცამებზე დაყრდნობით, სავალუტო შემოდინებები და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა ივლისშიც მაღალია. თავისთავად, აღნიშნული ლარის გაცვლით კურსზეც აისახა ისევე, როგორც ე.წ. სენტიმენტების მიმდინარე შეფასება და საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის გარკვეული დასუსტება.
საპროგნოზო პარამეტრების კუთხით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური გარემო ძლიერია. ამასთან, ბუნებრივია სენტიმენტების ცვლილებაც მნიშვნელოვანია და ხშირად რთულად პროგნოზირებადი. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ თუ არსებობს მოლოდინები არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე, ეს გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად უფრო ადრე უნდა აისახოს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისევ და ისევ, ბოლო წლებში ლარის სეზონურობა გამოდგება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალურო შემოდინებები კვლავ სეზონურია, გაცვლითი კურსის სეზონურობა უკვე ნაკლებად შეინიშნება. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით, ვინარჩუნებთ დიდწილად ნეიტრალურ საბაზო სცენარს.
გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.