მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

news image
mbc image

თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.

გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც - ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები.

თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა - იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის.

“ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წელს ღონისძიებას 450-ზე მეტი პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

საქართველოში კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდა 29%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 19%-ით გაიზარდა და საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე თიბისი კაპიტალი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 56%-იანი წილი უჭირავს. რაც შეეხება საერთაშორისო ობლიგაციებს, 2018 წლიდან დღემდე საქართველოდან 16 ევროობლიგაციაა განთავსებული, საიდანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა.

კაპიტალის ბაზრების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებით და წარმატებული მაგალითების განხილვით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

ამავდროულად, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია - განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით - არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო.

2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელი გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით ისტორიაში - წლის განმავლობაში 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა”,- ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image National Geographic საქართველოსა და სილქნეტის შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება

18.11.2026.12:37

სასტუმრო „ტელეგრაფში“ ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელიც National Geographic საქართველოს ახალი ნომრის მთავარ თემას, „ტვინს“ მიეძღვნა.

სილქნეტის მხარდაჭერით შემეცნებითი შეხვედრები 2022 წლიდან იმართება. ამ შეხვედრების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და უახლესი მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სპიკერები წარმატებული მეცნიერები, ფოტოგრაფები თუ მკვლევრები არიან, რომლებიც აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

საჯარო ლექციაზე „ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ ზაალ კოკაიამ საკუთარი სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც ღეროვანი და რეპროგრამირებული უჯრედების გამოყენების შესაძლებლობებსა და ინსულტის შედეგად დარღვეული თავის ტვინის ფუნქციების აღდგენას უკავშირდება. 

ზაალ კოკაია შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევების პროფესორი და 155-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ამასთანავე, ის ჟურნალ National Geographic საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრი და ევროპის აკადემიის (Academia Europaea) თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფართო აუდიტორიასთან შეხვედრა. მგონია, რომ National Geographic საქართველო ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი წყაროა ცოდნის ამაღლების და ცნობიერების განვითარებისთვის. ეს საქმე სილქნეტმა დიდიხნის წინ დაიწყო და აგრძელებს ცოდნის გავრცელების ხელშეწყობას მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ბრენდის ქვეშ” - ზაალ კოკაია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ აუდიტორიას თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გააცნო. 

ლექცია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა წარადგინა, ღონისძიების მასპინძელი კი სილქ ჰოსფითალითი იყო.

ჟურნალი National Geographic საქართველო 2012 წლიდან კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გამოიცემა. კომპანიისა და National Geographic საქართველოს თანამშრომლობით იქმნება შემეცნებითი ლექციებისა და პოდკასტების ციკლიც, რომელიც სილქნეტის ციფრულ პლატფორმებზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

ჟურნალის შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების ჯიხურებში, „ბიბლუსისა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიათა ქსელებში. გამოცემა სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი ჟურნალის რედაქციასა და სილქნეტის მომსახურების ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე: პირველი რესპუბლიკის მოედანი №1, ცინცაძის ქუჩა №2 და ყაზბეგის გამზირი №14. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა