მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.4
0.0016
flag
AZN 1.5506
-0.0009
flag
CNY 38.883
-0.0036
flag
EUR 3.0128
-0.0019
flag
GBP 3.5292
-0.0098
flag
KZT 55.65
-0.007
flag
TRY 0.0561
0
flag
USD 2.6359
-0.0012
news banner

თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა

news image
mbc image

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ემისია განახორციელა და 350 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა. 

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა დღიური არაკუმულაციური რთული TIBR + 3.75% - ით, ხოლო ვადა 5 წლით. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ემისიას სოციალური ობლიგაციების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მოზიდულ თანხებს კომპანია სოციალური პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს. 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა - ემისიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა და საპენსიო ფონდმა, ასევე,საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მათ შორის: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციობანკმა (AIIB).

“თიბისი კაპიტალსა და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” შორის პირველი თანამშრომლობა წარმატებით შედგა. მოხარული ვარ, რომ ერთობლივად შევძელით საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში უმსხვილესი ლარში დენომინირებული ადგილობრივი ემისიის განხორციელება. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების მიმართ ქვეყანაში ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაშიც თიბისი კაპიტალიც აქტიურად არის ჩართული.ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც არამხოლოდ ინვესტორებისთვისაა საინტერესო, არამედ ეკონომიკის მდგრად ზრდაზეც აისახება. დარწმუნებული ვარ, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ ამ მასშტაბის სოციალური ობლიგაციების ემისია შექმნის ახალ სტანდარტს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე და გახსნის გზას მსგავსი ტრანზაქციებისთვის მომავალში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. 

„მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან” ერთად, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი ისტორიული ტრანზაქცია განხორციელდა. ეს ტრანზაქცია აჩვენებს, თუ რამდენად მზარდია ინვესტორების დაინტერესება სოციალური და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აღნიშნულ ტრანზაქციაზე ინვესტორთა მაღალი ინტერესი კომპანიის სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობის ნათელი დადასტურებაა. გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან გრძელვადიან ეფექტს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. გვჯერა, რომ მომავალშიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან“ ერთად არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნის კაპიტალის ბაზრისთვის - პირველად განხორციელდა ასეთი მასშტაბის ლარის ობლიგაციების ემისია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს - „გალტ & თაგარტს“, „თიბისი კაპიტალს”, საპენსიო ფონდს,საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ბანკებს. აღსანიშნავია ინვესტორთა მაღალი ინტერესი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას. მოზიდული რესურსი მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებასა და არსებული სესხების რეფინანსირებაზე, რაც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ მომავალშიც იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც შექმნის ახალ სტანდარტს და განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობას“ - ირაკლი გოგია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი. 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაშიდა მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს  სთავაზობს. საქართველოს ჯანდაცვისჯგუფი 4 ძირითადი მიმართულებით საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს: 50 საზოგადოებრივ ჰოსპიტალსა და პოლიკლინიკას, უმსხვილეს ლაბორატორიას სამხრეთ კავკასიაში და 4 ათასამდე ექიმს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს

14.07.2026.15:04

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალენოვან მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ჰქონდეთ.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკმა ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისებით აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც ისარგებლონ. შესაბამისი ენები დაემატა მობილბანკსა და ინტერნეტბანკს, ასევე ბანკომატებსა და თვითმომსახურების აპარატებს.

გარდა ამისა, რეგიონებში გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. ბანკმა ახალი ფილიალები გახსნა სადახლოში, დმანისში, კაბალსა და ნინოწმინდაში. მომხმარებლებს აღნიშნულ ფილიალებში სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ანგარიშის გახსნა, ბარათის მიღება, გზავნილების გაგზავნა და მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების განხორციელება და სხვა საბანკო ოპერაციები.

“რეგიონებში მომსახურების გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქამდე საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქში გადაადგილება უწევდათ. ახალი ფილიალებისა და მრავალენოვანი მომსახურების დანერგვით საბანკო სერვისები მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა”, - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.

აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახალ ფილიალებში დასაქმებულთა შორის არიან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლები, რაც მომხმარებლებს მომსახურების მათთვის კომფორტულ ენაზე მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ბანკი მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებასაც აგრძელებს. მათ შორის, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათით, რომელიც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და დამატებითი სარგებლის მიღებას ემსახურება. ბარათის მფლობელები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით და პარტნიორი კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით.

„ჩვენთვის მრავალენოვანი მომსახურება მხოლოდ თარგმნილი ინტერფეისი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საბანკო სერვისებით სარგებლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს და მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს, იქნება ეს ციფრული არხები, ფილიალში მომსახურება თუ სხვა საბანკო ოპერაციები. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მრავალენოვანი მომსახურების განვითარებას და უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, - ამბობს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვავითარებთ მრავალენოვან მომსახურებას და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა მათთვის კომფორტულ ენაზე შეუძლიათ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე წვდომა და მომხმარებლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს თვეებში მომხმარებლებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რაც მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მათ საჭიროებებზე მორგებულს გახდის“, - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა