მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა

news image
mbc image

თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.

 

შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სააგენტომ - „აწარმოე საქართველოში" და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა: EBRD, IFC და ADB.

 

ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალური და ადგილობრივი ბაზრების მაკროეკონომიკური პერსპექტივები, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება და ტენდენციები, რეიტინგის მოპოვების პროცესში კომპანიების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები და ასევე, რა უნდა გაითვალისწინონ ემიტენტებმა 2025 წელს.

 

„წლიდან წლამდე, მზარდია კაპიტალის ბაზარზე როგორც ემიტენტების რაოდენობა, ასევე ბაზრის მოცულობა და დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. ღონისძიებაზე არაერთ ისეთ პარტნიორ კომპანიას ვუმასპინძლეთ, ვისთან ერთადაც 30 წელია ვიზრდებით და ვვითარდებით. მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამოცდილება. მოხარული ვართ, რომ სულ უფრო მეტ კომპანიას ვთავაზობთ ტრადიციული საბანკო მომსახურებების მიღმა, დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიულ გზებსაც. სწრაფად ცვალებად გარემოში დაგლობალური მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო დიდია თიბისის პასუხისმგებლობა, რომ მუდმივად გავაზიაროთ ტენდენციები, მოლოდინები და სწორი ანალიზი. ამჯერად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, ბაზარზე არსებული ტენდენციები, ემიტენტების მომზადების პროცესი და ექსპერტების მოლოდინები გავაზიარეთ", - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა