მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

news image
mbc image

წლიური ინფლაცია ივლისში 4.3%-მდე გაიზარდა, რაც ივნისის მონაცემს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება და 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ივნისის 7.3%-თან შედარებით საგრძნობლად შემცირდა სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ყოველთვიური ინფლაცია და ივლისში მიზნობრივ მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ მეტი, 3.1% შეადგინა. თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს სხვა ანალიტიკური საზომებიც, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მთლიანობაში, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია, რაც ყურადსაღები ფაქტორია. ამავდროულად, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება. 

მომსახურების ინფლაციამ, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, ივლისში 3% შეადგინა. მომსახურების ინფლაცია მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, მომდევნო თვიდან ინტერნეტის გადასახადის ერთჯერადი ეფექტის ამოწურვის შემდგომ, კვლავ გაიზრდება. ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს. მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო. საერთაშორისო და ადგილობრივი ფაქტორების ერთობლიობით, მოსალოდნელია, რომ საკვებზე ფასების ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

ამავდროულად, ინფლაციის ბოლოდროინდელი აჩქარება ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე მზარდი ფასებითაა განპირობებული, ხოლო იმპორტული ინფლაცია უარყოფითია. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო.

ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის მატებაში მიმდინარე წელს ყველაზე დიდი წილი სურსათზე მოდის - განსაკუთრებით, პურზე, ყველსა და ხორცზე - თუმცა, საკვების გარდა, ფასები პროდუქტების ფართო სპექტრზეა გაზრდილი. სურსათი - უპირველესად, მზესუმზირის ზეთი, კარტოფილი და შოკოლადი - განაპირობებდა ყველაზე მეტად შერეული პროდუქციისინფლაციის ზრდასაც, მედიკამენტებთან ერთად. რაც შეეხება იმპორტულ ინფლაციას, რომელიც უარყოფითია, ერთი მხრივ, ზრდის კუთხით გამოვყოფთ ყავისა და სიგარეტის (მათ შორის, აქციზის გადასახადის გავლენით) ფასებს, ხოლო, მეორე მხრივ, კლების კუთხით აღსანიშნავია, პირველ რიგში, ფასები საწვავზე და, აგრეთვე, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ჭურჭელზე, სხვა სიტყვებით - გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე. 

მართლაც, თუ პროდუქტებს მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით დავაჯგუფებთ, 2025 წელს მოკლევადიანი მოხმარების საქონელს ჯამურად იმპორტულ ინფლაციაში წვლილი, ფაქტობრივად, არ შეუტანია, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად იმპორტული პროდუქციის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. საპირისპიროდ, დეფლაცია მთლიანად საშუალო და გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოდიოდა. ამავდროულად, ადგილობრივი პროდუქტების ინფლაციაში წამყვანი მომსახურება და მოკლევადიანი მოხმარების საქონელი იყო, ხოლო შერეული პროდუქტების ინფლაციაში - აგრეთვე მოკლევადიანი მოხმარების საქონელი. ინფლაციის ფაქტორების ეს ასიმეტრია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრძელვადიანი მოხმარების საქონლის როლის მნიშვნელობას მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, და ადასტურებს, რომ ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით. 

გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, ასევე საყურადღებოა, რომ, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, აგვისტოს პირველ კვირაში ასეთ საქონელზე უნაღდო დანახარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, წინა თვეებისგან განსხვავებით. გაუმჯობესება იკვეთება ჯამური უნაღდო დანახარჯების მხრივაც, რაც, შესაძლოა, აგვისტოში უფრო ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებდეს. მეორე მხრივ, არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯვის დინამიკა წინა თვეებთან შედარებით დიდწილად უცვლელია. კერძოდ, არარეზიდენტების დანახარჯები ზრდას აგრძელებს, მიგრანტების ხარჯები კი მცირედით შენელებულია. 

სხვა მაჩვენებლების მხრივ, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა ივლისის ბოლოს მდგომარეობით 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ივნისთან შედარებით 7.1%-ით, ანუ $331 მილიონი აშშ დოლარითაა გაზრდილი. რეზერვების ზრდა თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ ივლისში ინტერვენციების აჩქარების ჩვენს მოლოდინებთან. არსებული შეფასებით, მოცულობითი ინტერვენციები აგვისტოს პირველ კვირაშიც გრძელდება. როგორც ადრეც აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით უფრო სუსტი რჩება. კერძოდ, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს.

ამავდროულად, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ჯერ კიდევ აქცენტის გაკეთებას უფრო ადგილობრივ მოთხოვნასა და საპროცენტო განაკვეთებზე მოიაზრებს, ვიდრე ლარის გაცვლით კურსზე, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფლაციის მხრივ არა იმპორტული, არამედ ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრისას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, სებ-მა საპროცენტო განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა.

დასასრულს, ასევე საყურადღებოა, რომ, ვინაიდან ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა მისი გამყარების ალბათობას ზრდის, ინფლაციის დინამიკისგან დამოუკიდებლადაც, ეს მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია თიბისი კაპიტალის ლარი-ევრო-დოლარის სტრატეგიის კონტექსტში, სადაც საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების საშუალებას იძლევა. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007050-macro-update-georgia

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა