მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანზე" პრეზენტაცია გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თიბისი კაპიტალმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი - შესაძლებლობები და რისკები", რომელსაც უძღვებოდა თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

 

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვამ მოიცვა ევრო/დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ანალიტიკური ჩარჩო, საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები, საქართველოსთვის აქტუალურობის გათვალისწინებით. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს გამყარება დოლარის მიმართ საბაზო სცენარია. ამასთან, ოთარ ნადარაია კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „სავალუტო რისკის აღებისას, ევროს გარკვეული წილი მაინც რაციონალურია, რადგანაც ლარი და საქართველოში ეკონომიკის ზრდა, როგორც წესი, უფრო სტაბილურია ევროში, ვიდრე დოლარში. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე აღებული, დივერსიფიცირება ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა". მისი თქმით, „ლარის თუნდაც გარკვეული წილი, სამომავლოდ შესაძლო კრიზისებისას, გაუფასურების არაწრფივი ზეგავლენის მხედველობაში მიღებით ყოველთვის მიზანშეწონილია, თავისთავად იმ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების წყარო ლარია. კონკრეტული განაწილება კი, მაკროეკონომიკური ფაქტორების გარდა, ბიზნესის სპეციფიკაზეც არის დამოკიდებული".

 

ოთარ ნადარაიას შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მსგავსი ფორმატი ღირებული შესაძლებლობაა, რომ TBC კაპიტალის ანალიტიკა იყოს უფრო მეტად პრაქტიკულად გამოყენებადი.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.

 

„მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესის გადაწყვეტილებებში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორც ჯამურად, ასევე ცალკეული ინდუსტრიების ჭრილში. ამ მხრივ, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორც მსგავს ფორმატებში, ასევე ასოციაციის სათათბიროსა და თემატურ კომიტეტებთან ",  განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა