თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თიბისი კონცეპტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურის სფეროს გაძლიერებას. მომხმარებლებს კი, შესაძლებლობას აძლევს, პირველები გაეცნონ მსოფლიო თუ ადგილობრივ სიახლეებს ხელოვნებაში, მარტივად დაესწრონ პრესტიჟულ ფესტივალებს, კონცერტებსა თუ გამოფენებს.
უკვე მეორედ, თიბისი კონცეპტი Mastercard-თან ერთად, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს და საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებაზე - კანის კინოფესტივალზე და მონაწილეობა მიიღონ კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში.
2026 წლის 1-31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite-ის ძველი და ახალი ბარათების მფლობელები, რომლებიც შეასრულებენ მინიმუმ 5 გადახდას საერთაშორისო ელ.კომერციაში (ონლაინ შოპინგი ან სხვა ტიპის გადახდები საერთაშორისო პლატფორმებზე) და ჯამურად დააგროვებენ ყველაზე მეტი თანხის მოცულობის ტრანზაქციებს, მოხვდებიან 3 გამარჯვებულს შორის, რომლებსაც გადაეცემათ კანის კინოფესტივალის საგზური.
კინოფესტივალის საგზური მოიცავს:
ავიაბილეთებს
შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
79-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ კანში, Palais des Festivals et des Congrès-ში, გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ოფიციალურ საკონკურსო ჩვენებებს, საერთაშორისო პრემიერებს, სპეციალურ სექციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი ხალიჩის ცერემონიებს, სადაც კინოსამყაროს ვარსკვლავები და პროფესიონალები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან.
1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვან რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მომავალი წლის კინოინდუსტრიის ტენდენციებს. კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია Mastercard.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
06.10.2026.14:00
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.
„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.