თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ახალი სეზონის წარმდგენია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ ახალ სეზონს იწყებს.
თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრისმიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის,კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირებათბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობააქვთ 14 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, შეიძინონ თეატრის ბილეთები.
გაეცანით სექტემბრის სეზონის აფიშას:
19 სექტემბერი, ხუთშაბათი - 1921-1924
20 სექტემბერი, პარასკევი - 1921-1924
21 სექტემბერი, შაბათი - 1921-1924
24 სექტემბერი, სამშაბათი - 1921-1924
25 სექტემბერი, ოთხშაბათი - 1921-1924
26 სექტემბერი, ხუთშაბათი - ფრეკენ ჟული
27 სექტემბერი, პარასკევი - დონ ჟუანი
28 სექტემბერი, შაბათი - დირიჟორი
29 სექტემბერი, კვირა - ტუტსი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.