თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
თიბისი კონცეპტი ქმნის იმ განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებებს, რომლებიც მუსიკას, ხელოვნებასა და ქართულ იდენტობას აერთიანებს. სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა “ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“, რომელსაც წინანდლის მამულები 10 ოქტომბერს, უკვე მეათედ უმასპინძლებს.
ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა მუსიკის მოყვარულებს საერთაშორისო არტისტებთან შეხვედრის, ქართული ღვინის აღმოჩენისა და კახეთის უნიკალურ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს. წლევანდელ ფესტივალში 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას, მუსიკალურ პროგრამას კი საერთაშორისო სცენის გამორჩეული არტისტები დაამშვენებენ.
14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენას იტალიური Sugarpie & The Candymen დაიკავებს. ჯგუფი ჯაზის, სვინგის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ენერგიულ ნაზავს აერთიანებს და ცნობილ ჰიტებს სრულიად განსხვავებული, ჯაზური ჟღერადობით აცოცხლებს. სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანოც უმასპინძლებს და ტრადიციულ იტალიურ კერძებს შესთავაზებს.
19:00 | აუდიტორიის წინაშე Fred Wesley Generations წარდგება - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარული მემკვიდრეობის გაგრძელება, ეს არის პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა და კომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისი გამორჩეული ტრომბონი და არანჟირება ფანკის კლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
21:00 | ამფითეატრის სცენაზე SOUL TRAIN – JJ’s Hausband feat. Reggie Saunders მსმენელს სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქის ენერგიას შესთავაზებს.
თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს - წინასწარი გაყიდვების ფარგლებში 20, 21 და 22 აგვისტოს ბილეთებსა და სასტუმროს პაკეტებს სპეციალურ ფასად შეიძენენ. შემდეგ კი ცალკეულ ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzandWineKakheti
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.