მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

news image
mbc image

თიბისი კონცეპტი ქმნის იმ განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებებს, რომლებიც მუსიკას, ხელოვნებასა და ქართულ იდენტობას აერთიანებს. სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა “ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“, რომელსაც წინანდლის მამულები 10 ოქტომბერს, უკვე მეათედ უმასპინძლებს.

ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა მუსიკის მოყვარულებს საერთაშორისო არტისტებთან შეხვედრის, ქართული ღვინის აღმოჩენისა და კახეთის უნიკალურ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს. წლევანდელ ფესტივალში 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას, მუსიკალურ პროგრამას კი საერთაშორისო სცენის გამორჩეული არტისტები დაამშვენებენ.

14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენას იტალიური Sugarpie & The Candymen დაიკავებს. ჯგუფი ჯაზის, სვინგის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ენერგიულ ნაზავს აერთიანებს და ცნობილ ჰიტებს სრულიად განსხვავებული, ჯაზური ჟღერადობით აცოცხლებს. სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანოც უმასპინძლებს და ტრადიციულ იტალიურ კერძებს შესთავაზებს.

19:00 | აუდიტორიის წინაშე Fred Wesley Generations წარდგება - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარული მემკვიდრეობის გაგრძელება, ეს არის პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა და კომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისი გამორჩეული ტრომბონი და არანჟირება ფანკის კლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

21:00 | ამფითეატრის სცენაზე SOUL TRAIN – JJ’s Hausband feat. Reggie Saunders მსმენელს სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქის ენერგიას შესთავაზებს.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს - წინასწარი გაყიდვების ფარგლებში 20, 21 და 22 აგვისტოს ბილეთებსა და სასტუმროს პაკეტებს სპეციალურ ფასად შეიძენენ. შემდეგ კი ცალკეულ ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzandWineKakheti

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა

06.10.2026.14:00

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა