მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

news image
mbc image

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ტრადიციულად ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით 10-12 ივლისს ბათუმი რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

2026 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალი ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალს გახსნის მაილს დევისის ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბურნ ჯუნიორი ბენდთან M.E.B. (Miles Electric Band) ერთად. პროექტი ჯაზის ლეგენდის მუსიკალურ მემკვიდრეობას თანამედროვე ჟღერადობით აცოცხლებს და წარსულსა და თანამედროვეობას შორის უნიკალურ ხიდს ქმნის.

არტისტებს და მსმენელს ტრადიციულად ბათუმის კორტები უმასპინძლებს. 

10.07 | „მაილს დევისის ასწლეულის აღნიშვნა M.E.B. - Miles Electric Band-თან ერთად “THE MILES DAVIS CENTENNIAL CELEBRATION WITH THE MILES ELECTRIC BAND”.

11.07 | ამერიკელი R&B-ის ვარსკვლავი ერიკ ბენე (Eric Benét). 

12.07 | თანამედროვე ფანკისა და ჯაზ-ფანკის ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი Ghost-Note.

ფესტივალის კლუბში Take 5 სამივე საღამოს ავთერ ფართებს 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი (Philip Lassiter) და მისი ბენდი გაუძღვებიან.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნფრომოუშენსი“, ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, გენერალური სპონსორია Mastercard.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები, ფესტივალის ბილეთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ tkt.ge-ზე. შეთავაზებით სარგებლობისთვის აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათზე: TBC Concept MC World Elite.

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა