თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
თიბისი კონცეპტი კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების აქტიური მხარდამჭერია, უკვე წლებია ქმნის სივრცეს მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენებისთვის და ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პროექტების განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ ხედვის ნაწილია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერაც. ფესტივალი წელს შემოდგომის ნაცვლად ზაფხულში 13 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება, ქართული სპექტაკლების პროგრამა კი კვლავ სექტემბერში იქნება წარმოდგენილი.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა თანამედროვე თეატრის საუკეთესო სპექტაკლებს წარმოადგენს - თეატრის ვარსკვლავებს, შემოქმედებს, რომელთა ხედვა, შემოქმედებითი სიღრმე და გემოვნება გამორჩეულია და განსაკუთრებულია.
კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო“, მილო რაუს „მისანი“, ჯეიმს ტიერეს „რანდევუ“ და სიდს დუეტის „სხვა ხედვა“ - 13 ივნისიდან 12 ივლისამდე გამოცდილი და ემოციური ქართველი მაყურებლის შეფასებას დაელოდება. მაგრამ არა მარტო შეფასებას - ეს არის ემოცია და შეგრძნებები, რომელიც გაჩნდება მხოლოდ აქ და ახლა და გაგყვება დიდხანს.
დაარსებიდან დღემდე ფესტივალი ორ ძირითად პროგრამას წარმოადგენს - საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. წელს ასევე აღდგა პროგრამა „ნიუ“. ფესტივალი მუდმივად წარმოადგენს მსოფლიო თეატრის „ვარსკვლავებსა“ და ახალ საინტერესო სახელებსა და მოვლენებს - რობერტ უილსონი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, რობერტ ლეპაჟი, დაიტო მანაბე, ჯორჯო სტრელერი, აკრამ ჰანი, მიხეილ ბარიშნიკოვი, სილვიუ პურკარეტე, იან ფაბრი და სხვა - ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა დროს.
თიბისი კონცეპტ და WM Visa ბარათის მომხმარებლები ბილეთებს 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.
სხვა სიახლეები
თბილისის ოთხ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე საშუალო ქირა ბოლო წლებში მეტწილად სტაბილური იყო და მხოლოდ რუსთაველზე იზრდებოდა - Galt & Taggart
27.05.2026.13:30
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში” აქვეყნებს. ,,2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს. 2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის. მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება. მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა”, - აღნიშნულია ანგარიშში.