თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზება
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს, შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ მაღაზიებში.
თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშზე თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი დაუბრუნდება.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და შეთავაზებას ჰპირდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც შოპინგის, ისე თავის მოვლის, დასვენების და მოგზაურობის კატეგორიებს.
შეთავაზება მოქმედებს ჩამოთვლილი ბრენდების, მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისი ბანკის POS ტერმინალზე გადახდისას.
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - https://link.tbc.ge/Summershopping
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.