მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

news image
mbc image

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მისი ახალი ფორმით წარმოჩენასა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება. 

26 სექტემბერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ამირ კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა ქართველი მხატვრის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ სივრცეში თავმოყრასა და ახალი თაობისთვის გაცნობას ემსახურება.
წიგნი დავით კაკაბაძის ფონდმა, თიბისის მხარდაჭერით გამოსცა. გამოცემა აერთიანებს ამირ კაკაბაძის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს და მკითხველს მხატვრის სამყაროსა და მის განსხვავებულ შემოქმედებით ხედვასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.
პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ დავით კაკაბაძის ფონდის დირექტორი მარიამ კაკაბაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი მანანა არაბული.
ამირ კაკაბაძე (1941–2015) - ქართველი მხატვარი, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, კოლაჟსა და პოპ-არტს. იგი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში დაიბადა.
1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, შემდეგ კი სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით . სხვადასხვა წლებში მუშაობდა თეატრსა და კინოში, აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს თბილისში და მოსკოვში.
1965 წლიდან ამირ კაკაბაძე მონაწილეობდა საგამოფენო პროექტებში და მართავდა პერსონალურ გამოფენებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
საიუბილეო კატალოგის რედაქტორია მარიამ კაკაბაძე, ტექსტის ავტორი - ხათუნა ხაბულიანი, ხოლო ვიზუალური კონცეფციისა და დიზაინის ავტორია მანანა არაბული.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა