თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ჯაზ კლუბ Tatuza-ში დაუვიწყარი საღამოები გრძელდება. 29 და 30 ნოემბერს კოლორიტი ჯაზ-პიანისტის, აარონ პარქსის ტრიოს გამორჩეულ საღამოს წარმოგიდგენთ.
აარონ პარქსის შესრულების ინდივიდუალური სტილი მას ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ჯაზ-პიანისტად აქცევს.
ამერიკელი ჯაზმენის ალბომი „Little Big" აერთიანებს ჯაზს, ინდიროკსა და კინემატოგრაფიულ ჟღერადობას. ის თანამშორმლობს ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Kurt Rosenwinkel, Marcus Miller და Gretchen Parlato. JazzTimes -მა აარონის შემოქმედება ჯაზში „ახალ ხედვად" მოიხსენია.
აარონ პარკსი – ფორტეპიანო
პეტერ ელდი – ბასი
გრეგ ჰაჩინსონი – დრამი
ღონისძიების პარტნიორია Eastern Promotions / ისთერნ პრომოუშენსი.
ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და Visa
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელები ბილეთის ონლაინ შეძენისას 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, შეთავაზება მოქმედებს ბილეთების მხოლოდ ონლაინ შეძენისას
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.