მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

news image
mbc image

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) მეხუთე გამოცემა 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. სიცარიელის გეოგრაფია ასე ეწოდება წლევანდელ ბიენალეს, რომელიც სიცარიელეს არა მხოლოდ სივრცის არყოფნად, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებად განიხილავს.

ბიენალეს ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, რომელიც წლებია თანმიმდევრულად უწყობს ხელს საქართველოში კულტურის განვითარებას და თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურისა და შემოქმედებითი სფეროების გაძლიერებას.

ბიენალეს პროგრამა აერთიანებს გამოფენებს, საჯარო საუბრებს, ვორქშოფებსა და კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროექტებს. მონაწილეები გაეცნობიან დაცარიელებული სოფლებისა და რეგიონების, მიგრაციის, ომითა და ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული სივრცეების, ასევე თანამედროვე ურბანული განვითარების შედეგად წარმოქმნილი ახალი „სიცარიელეების“ ისტორიებს.

წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არქიტექტურას, როგორც სოციალური ცვლილებების მატერიალურ კვალს. სიცარიელის გეოგრაფიის ფარგლებში ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურა წარმოდგენილია როგორც სივრცითი ცოდნის სისტემა, რომელიც კლიმატის, მასალებისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება და სცდება მის მხოლოდ ნოსტალგიურ აღქმას. ამ პერსპექტივიდან ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ეს ცოდნა იქცეს თანამედროვე, კონტექსტისგან დაცლილი და კაპიტალზე ორიენტირებული არქიტექტურის ალტერნატიულ რესურსად?

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და წლებია, თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ დიალოგს ქმნის. 2023 წელს ბიენალემ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონიც წარადგინა.

„სიცარიელის გეოგრაფია“ თბილისში, ღია სივრცეში, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაიმართება. ბიენალეს სრული პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

23.09.2026.13:36

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საკუთარ თავში დაეჭვებას რა უნდა?! მით უმეტეს, როცა 19 წლის ხარ. ამ დროს, ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ, ვაითუ, მომავალი არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებულია.
სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სწორი ორიენტირის პოვნა, ამ ამბავში კი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. სხვადასხვა პროგრამით და შემეცნებითი სერიით ჩვენ გვერდში ვუდგავართ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები თავიანთ 19 წლის ვერსიებს უბრუნდებიან და დღევანდელი გადასახედიდან უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
სერიაში ამჯერად ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, გვანცა დარასელიას რჩევებს მოვუყარეთ თავი. მისი ისტორია და გამოცდილება კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც ეჭვები აწუხებთ, თუმცა წინ დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი.
გვანცას საკუთარი თავის 19 წლის ვერსიას პირველ რიგში საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და დაფასებას ურჩევს.
შენ საკმარისად კარგი ხარ და თუ დამიჯერებ, უფრო მეტიც!
ჟურნალისტის თქმით, პროფესიული გზის დასაწყისში ხშირია ხოლმე ღელვა არჩეული პროფესიული მიმართულების შესახებ. შანსი რომ ჰქონდეს, გვანცა დაამშვიდებდა საკუთარ 19 წლის თავს და ურჩევდა, რომ ცოტათი მაინც დამტკბარიყო საკუთარი მიღწევებით.
19 წლის ასაკში უკვე ყველაზე მაგარ ტელევიზიაში მუშაობ, თან ყველაფერი წინაა! სწორი არჩევანი გააკეთე.
როცა საქმე მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლას ეხება, გადამწყვეტია ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურობას უფრო პროდუქტიულს ხდის. გვანცას გამოცდილებით, ერთი მთავარი ჩვევა, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დროის მართვასა და ორგანიზებულობას უკავშირდება.
ეს ჩვევა მარტივად ჟღერს, თუმცა დიდი ძალა აქვს, ჩამოწერე გეგმები და ნუ გადადებ საქმეებს.
გვანცას თქმით, უნივერსიტეტის წლები და მიღებული განათლება ის მთავარი საყრდენი იყო, რამაც საკუთარი არჩევანის სისწორე დაანახა.
სწავლის პროცესმა დამარწმუნა, რომ პროფესია სწორად ავირჩიე, სწავლამ მომცა ბიძგი მუდმივად ვიდგე განვითარების გზაზე.
ამიტომაც, სტუდენტებს იმაზე კარგს ვერაფერს ურჩევს, ვიდრე შემეცნება და პროფესიულად ჩამოყალიბებაა. სტუდენტობა ის პერიოდია, როცა შენი მთავარი და ერთადერთი საქმიანობა დარგის შესწავლა და უნარების განვითარებაა. გამოიყენე ეს დრო მაქსიმალურად, რადგან ის სავსეა უნიკალური შესაძლებლობებით.
სულ მალე იმაზე ბევრი პასუხისმგებლობა გექნება, ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომ, არ გააცდინო ლექციები უმიზეზოდ, ინანებ!
წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მარცხი და დაბრკოლებები გარდაუვალია. თუმცა, მთავარია, მათზე როგორი რეაქცია გვექნება. გვანცა მიიჩნევს, რომ შეცდომა შრომის და მოქმედების თანმდევი პროცესია.
შეცდომას ის უშვებს, ვინც აკეთებს, მუშაობს, შრომობს. შეცდომის აღიარება განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
საბოლოო ჯამში, 19 წელი ზუსტად ის დროა, როცა უნდა ეძიო, დაუშვა შეცდომები, არ გადადო საქმე და დაეყრდნო საკუთარ თავს. ამ მნიშვნელოვან და საინტერესო გზაზე კი საქართველოს ბანკი შენი უცვლელი მხარდამჭერია.
გაეცანი ჩვენს პროექტებს ganatleba.bog.ge-ზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა