თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, სასტუმრო ტელეგრაფში, Tatuza Jazz Club იხსნება, რომელიც ლეგენდარული ბასისტის, თამაზ ყურაშვილის - თათუზას სახელს და მემკვიდრეობას ატარებს.
გახსნის საღამოს 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, სცენას მსოფლიო ჯაზის სამი დიდოსტატი - სტენლი კლარკი, ბექა გოჩიაშვილი და დენის ჩემბერსი დაიკავებენ.
ბილეთების შეძენა უკვე შასაძლებელია ბმულზე. თიბისი WM ვიზა ბარათით შეძენისას ბილეთზე მოქმედებს 20% ფასდაკლება, ხოლო თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათით შეძენისას კი მოქმედებს 15 % ფასდაკლება.
საქართველოში ჯაზი ყოველთვის სცდებოდა აკადემიურ საზღვრებს — ის იყო სულიერი ენა, იმპროვიზაციის პლატფორმა, თავისუფლების ხმა. საბჭოთა წლებშიც კი, როცა კონტროლი ყველაფერ განსხვავებულს ახშობდა, ჯაზი რჩებოდა წინააღმდეგობის სიმბოლოდ, სინათლესავით მღელვარედ გაჟღერებულ იმპულსად სიბნელეში.
ამ ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია თამაზ ყურაშვილს — უნიკალურ შემსრულებელს, მასწავლებელს და მოტივატორს, რომელმაც ათეულობით მუსიკოსის გზა განსაზღვრა. თათუზა გახდა ქართული ჯაზის მამა-დამფუძნებელი.
კლუბის კონცეფციაზე იმუყშავა ლეგენდარულმა ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა Xavier Fabre-მა, რომელმაც შექმნა სივრცე განსაკუთრებული აკუსტიკისთვის საჭირო იშვიათი მასალებით. ინტერიერის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ქეთუნა ყრუაშვილმა გააფორმა — იმპროვიზაციისა და კონცენტრირებული მოსმენის ატმოსფეროზე მორგებული სივრცე. კლუბის აუდიო სისტემაზე კი მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბრენდებმა — L-Acoustics და Meyer Sound (აშშ) იმუშავა.
Tatuza Jazz Club ითანამშრომლებს ცნობილ კულტურულ ორგანიზაციებთან და პრომოუტერებთან:
მათთან ერთად, კლუბი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ჯაზ არტისტებს და თბილისში ახალ მუსიკალურ ეპოქას დაიწყებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.