თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვირეულისთვის
"უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულადმასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტისჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით უწყვეტად ისარგებლებენ.
ობიექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, კატეგორიები კი მათ სურვილებზე მაქსიმალურადმორგებული.
შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის ტერმინალზე გადახდისას.
თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით:
1-3 მარტს, Boss-ში, Zegna-ში, Paul & Shark-ში, Hugo-ში, Garderobe-ში და Gentlemen-ში სასურველინივთების Mastercard ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ
3-დან 8 მარტის ჩათვლით კი, თავის მოვლის დღეები დაიწყება. 12-მდე ესთეტიკურ კლინიკასა დაცენტრში 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ და ჯამში მაქსიმუმ 300 ლარიდაგიბრუნდებათ.
8 მარტს ნიშ პარფიუმერიის გამორჩეულ ბრენდებს- Jo Malone-ს და არომატეკას თუ ეწვევით, გადახდილი თანხის 25%, ჯამში 300 ლარი დაგიბრუნდებათ.
კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ძველი, ისე ახალითიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის მფლობელებს.
თიბისი კონცეპტის Visa ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით:
7, 8 და 9 მარტის დღეებში სასტუმრო Paragraph Freedom Squares თუ ეწვევით და კონცეპტის Visa ბარათით გადაიხდით, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაგიბრუნდებათ.
თიბისის ახალი კონცეპტ ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით:
ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელები საგაზაფხულო შეთავაზებებით სარგებლობას 2-3 და7-8 მარტის დღეებში შეძლებთ.
50-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიის, აქსესუარების, სათვალეების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კატეგორიაში შოპინგისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი თიბისის უნიკალური პროდუქტია. აიღე ბარათი ონლაინ ან თიბისისნებისმიერ ფილიალში და ყოველთვის ისარგებლე გამორჩეული უპირატესობებით.
საგაზაფხულო დღეების მიხედვით, იხილეთ პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების სრულიჩამონათვალი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.