თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
თიბისი კონცეპტი და Matchday By Setanta სპორტული მოგზაურობის ახალ სტანდარტს ქმნის და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმოს სპორტული მოგზაურობა ერთ სივრცეში - ისარგებლოს Matchday by Setantas-ს ტურებზე 10%-იანი ფასდაკლებით და მიიღოს გამორჩეული სპორტული და კულტურული გამოცდილება, რომლის ორგანიზებაზეც თქვენს ნაცვლად, თიბისი კონცეპტი და მისი პარტნიორები იზრუნებენ.
Matchday by Setanta გულშემატკივრებს სთავაზობს სრულყოფილ გამოცდილებას - არა მხოლოდ მატჩზე დასწრებას, არამედ ქალაქის სრულყოფილად გაცნობას, ადგილობრივი კულტურის გაზიარებას და უნიკალურ აქტივობებში მონაწილეობას.
Matchday by Setanta -ს პაკეტები აერთიანებს მატჩის ბილეთებს, სასტუმროში განთავსებასა და დამატებით აქტივობებს, მათ შორის ქალაქისა და სტადიონის ტურებს, გულშემატკივართან შეხვედრებსა და ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას ადგილობრივი მასპინძლის თანხლებით. ტურები მოიცავს მეგზურებს, ისინი ყოველ თავგადასავალში მიყვებიან მონაწილეებს და სპორტისა და კულტურის ღრმა ცოდნას სთავაზობენ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თიბისი კონცეპტის პერსონალური ბანკირის დახმარებით. პერსონალური ბანკირის კონსულტაციის საშუალებით, მომხმარებელი შეძლებს შეარჩიოს მის ინტერესებზე მორგებული ტური და დაზოგოს დრო.
Matchday-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: www.matchday.tours
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა
08.06.2026.18:13
საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.