თიბისი - ლიდერი ტექ დამსაქმებელი
თიბისისთვის, როგორც ტექ დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიცემა, გუნდში ინოვაციებისა და კოლაბორაციების წახალისება. სწორედ, ამ მიზნების აღსრულებისთვის შეიქმნა თიბისი ტექ კომუნა - მიმართულება, რომელიც ტექ პროფესიონალებისთვის საერთაშორისო ბაზრის სტანდარტების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება.
თიბისი ტექი ქმნის ერთიან, მზრუნველ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს, სადაც IT პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გვამარაგებენ.
„ნეთვორქინგი ძალიან საჭირო და აუცილებელია, რაშიც თიბისი ტექ ხალხს ნამდვილად გვიწყობს ხელს. ისეთ მასშტაბურ კომპანიაში, სადაც ყველას ინდივიდუალური გამოცდილება გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ტექ შეხვედრები და სესიები, რომლებსაც ხშირად კონფერენციის სახე აქვს. აქ ჩვენი კოლეგები კონკრეტული თემის გარშემო გვიზიარებენ ცოდნას, გვესაუბრებიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებზე. ასეთი შეხვედრები კოლეგებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაშიც გვეხმარება“ - გვიყვება გიორგი არაბული, დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორი.
თიბისი ხელს უწყობს როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე გუნდურობის გაძლიერებას. თანამშრომლები განსაკუთრებულ მომენტებად არამარტო ტექნოლოგიურ მიღწევებს, არამედ გუნდურ აქტივობებსაც ასახელებენ.
თიბისი აგრძელებს თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შენებასა და საკუთარი ღირებულებების აქტიურად გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, კომპანიას ტექნოლოგიურ ლიდერად და საუკეთესო დამსაქმებლად წარმოაჩენს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.