თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას.
4 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები სასკოლო ფორმების შეძენისას 40%-მდე ქეშბექს მიიღებენ, ხოლო მშობლებს, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან, ფორმის ღირებულების 100%-ის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.
40%-მდე ქეშბექი
6-13 წლის მოსწავლეები, რომლებიც 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პირველად აიღებენ თიბისის მოსწავლის ბარათს და მოხვდებიან პირველ 10,000 მომხმარებელს შორის, რომლებიც სასკოლო ფორმებს შეიძენენ, გადახდილი თანხის 40%-ს, ჯამში მაქსიმუმ 40 ლარს, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ.
ის მოსწავლეები კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, სასკოლო ფორმის შეძენისას 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებზე.
100%-იანი ქეშბექი
მშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან და შვილის მოსწავლის ბარათით შეიძენენ სასკოლო ფორმას, გადახდილი თანხის 100%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, დაიბრუნებენ.
თიბისის ახალ სახელფასო მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე არ იღებდა ხელფასს თიბისიში, ახლა კი - საკუთარ დამსაქმებელს თიბისის ანგარიშის რეკვიზიტებს გაუზიარებს და ანგარიშზე ხელფასის რეალურ ჩარიცხვას დაიწყებს.
თითოეულ მოსწავლეზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ქეშბექ შეთავაზება. სასკოლო ფორმის სრული სეტის (ორი ქვედა ნაწილი და პიჯაკი) ღირებულება 95 ლარია.
სასკოლო ფორმის ფიზიკურად შეძენისას გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS-ტერმინალზე. ონლაინ შეძენისას კი (ვებგვერდზე formеbi.emis.ge), თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.
თიბისის მოსწავლის ბარათი უფასოა და მისი ციფრული ვერსია შეკვეთისთანავე მზადდება.
შეუკვეთე მოსწავლის ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკში და დაზოგე 100%-მდე.
შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
02.11.2026.16:33
ახალი პროფესიის დაუფლება, კარიერული მიმართულების შეცვლა თუ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება - სწავლის დაწყება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
რა მიმართულებებს მოიცავს სასტიპენდიო პროგრამა?
სასტიპენდიო პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა:
• ტექნოლოგიები: მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება;
• დიზაინი: გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი;
• მარკეტინგი: კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი;
• ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა;
• კულინარია: მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები.
რომელ აკადემიებშია შესაძლებელი სწავლა?
საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებით 20-მდე პარტნიორ აკადემიასა და სასწავლებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, Tbilisi School of Communication, Academy of Digital Industry, Smart Academy, IT Academy STEP, Headvice, BDO Academy, ScaleUp, სქილვილი, AgileSchool, Smart Fish Academy, Edutech Academy, Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია, ნეომაინდ აკადემია, Sky21, რე ედუქეითი, ელექტრონული აკადემია, დიზაინის ინსტიტუტი და ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.
აკადემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ახალი პროფესიის დაუფლება ან საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.
როგორ უნდა შეავსო განაცხადი?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე. განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი აკადემიისგან გასაუბრებაზე მიიღებენ მოწვევას. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შემოწმებასაც ითვალისწინებს.
განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.