თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
თიბისი მომხმარებლებს მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ, შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი გაზაფხულის პერიოდში. ამჯერად ბანკმა გზავნილების განაღდების 1 თვიანი კამპანია დაიწყო.
16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა, ერთგულ ყულაბაში დასაჩუქრდე 500 ლარით ან სუპერ პრიზით- 5 000 ლარით.
ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდებიან ის მომხმარებლები, რომლებიც აქციის პერიოდში (1 6 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებას შეასრულებენ. სუპერ პრიზით- 5000 ლარით კი, მომხმარებელი, რომელიც 16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა უნდა გაანაღდონ მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი.
500 ლარით დაჯილდოებულები გამოვლინდებიან ყოველდღე და თანხა ერთგულ ყულაბაში გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში დაერიცხებათ. სუპერ პრიზის მფლობელი კი, შეთავაზების დასრულებისთანავე, არაუგვიანეს 20 აპრილისა.
თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.
გათამაშების დამატებითი პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
სხვა სიახლეები
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
08.07.2026.18:33
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum 2026-ში მონაწილეობდა, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პლატფორმაა და თავს უყრის ინვესტორებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და გლობალური ბიზნესის ლიდერებს.
ფორუმის ფარგლებში ქეთევან თოიძე მონაწილეობდა Avesta Capital Markets Day 2026-ის პანელურ დისკუსიაში – „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“, სადაც გალტ & თაგარტის გამოცდილება, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„რეგიონული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ Tashkent International Investment Forum-ის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეზიარებინა გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პრაქტიკა. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლას, რაც რეგიონის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
Tashkent International Investment Forum უკვე მეხუთედ გაიმართა. გასულ წელს ფორუმს 8 000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის თითქმის 3 000 საერთაშორისო სტუმარი 97 ქვეყნიდან დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა 30.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებები, ხოლო ბიზნესპროგრამა 150-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერსა და ათეულობით თემატურ პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.