თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
საერთაშორისო გამოცემამ - Euromoney, 2026 წლის ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თიბისიმ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო მოიპოვა. ამ კატეგორიაში ბანკმა ჯილდო უკვე მეექვსედ მიიღო.
Euromoney-ს ყოველწლიური კვლევა კორპორატიული კლიენტების შეფასებებს ეფუძნება და ასახავს მათს კმაყოფილებას სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით - მომსახურების ხარისხის, პროდუქტის შეთავაზებებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სანდო პარტნიორია და ბიზნესს მათს საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
“ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან გამოკითხვაში უშუალოდ ჩვენი მომხმარებლები მონაწილეობენ. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, პარტნიორების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგები კი ადასტურებს, რომ ჩვენი კლიენტები გვენდობიან და არამხოლოდ ფინანსურ მხარდამჭერად, არამედ, სანდო პარტნიორად მიგვიჩნევენ. ეს ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, სადაც 45%-ზე მეტი საბაზრო წილი გვიკავია, ხოლო ჩვენი პორტფელი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
უკვე თითქმის 30 წელია, Euromoney-ს ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვა ტარდება და ამ სექტორში მოქმედი მსოფლიო ბანკებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბენჩმარკინგ კვლევად მიიჩნევა. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,700-მა სპეციალისტმა და კორპორატიულმა ფინანსურმა მენეჯერმა 96 ქვეყნიდან, რომლებმაც 436 ფინანსური ინსტიტუტი შეაფასეს.
სხვა სიახლეები
აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38%-ით, ხოლო რესტორნებში 13%-ით გაიზარდა | TBC Capital
11.07.2026.15:02
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - მაისი 2026” აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.
,,თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესოტრნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც .
აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.
კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა.
მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30 % -ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32% -ით გაიზარდა. ამავე თვეში თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად , 24% და 38 % -ს გაუტოლდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38 % -ით , ხოლო
რესტორნებში 13% -ით გაიზარდა .რაც შეეხება კახეთს, უნაღდო დანახარჯები სასრუმროებში წლიურად 23% -ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43 % -იანი ზრდა დაფიქსირდა.