თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის
თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს.
თელავის, ქუთაისის, მცხეთის, ფოთის და ბაკურიანის შემდეგ, ახლა უკვე ახალციხის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათით გადახდისას იმგზავრონ უფასოდ.
თიბისის შეთავაზება ასევე ვრცელდება სტუდენტებზე - თელავის, ქუთაისის, მცხეთის, დმანისი-თბილისის მარშრუტსა და ახლა უკვე ახალციხის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში, თიბისის სტუდენტის ბარათით გადახდისას, ნახევარ ფასად იმგზავრებენ.
თიბისის შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, იმ ქალაქში აიღონ ბარათი, სადაც ვრცელდება შეღავათი.
შეთავაზება ვრცელდება როგორც Visa, ისე Mastercard ტიპის ბარათებზე. შეღავათი ავტომატურად გააქტიურდება ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
შეთავაზება ვრცელდება თიბისის მოსწავლის და სტუდენტის მხოლოდ ფიზიკურ ბარათებზე, Apple/Google Pay-ით გადახდის შემთხვევაში არ გავრცელდება შეღავათი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე აქ.
თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, ამიტომ მუდმივად ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებს, სერვისებსა და შეთავაზებებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.