თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს Tbilisi Open Air 2026-ზე წასვლა, ახლა საუკეთესო დროა გადაწყვეტილების მისაღებად. 4 და 5 ივლისს რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე თიბისი სტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულ სივრცეში განსაკუთრებული აქტივობებით უმასპინძლებს.
ფესტივალის ორივე დღეს 16:00-დან 19:00 საათამდე, თიბისის სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მობაილბანკის საგანძურის მარათონის ბრენდირებული საჩუქრები მოიგონ, ათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის მარათონის მონაწილე.
მონაწილეობის წესები მარტივია - მოდი Open Air-ზე თიბისის სივრცეში, თიბისის მობაილბანკში გაიარე სპეციალური გამანაწილებელი ქვიზი და გაიგე რომელ საგვარეულოს მიეკუთვნები, შემდეგ შეასრულე მარათონის დღის მისია, დაატრიალე ბორბალი და მიიღე საჩუქრად მაისური, მარაო, ჩანთა ან სხვა ბრენდირებული ნივთი. გაითვალისწინე, რომ სასაჩუქრე ნივთების რაოდენობა ლიმიტირებულია.
ტრადიციულად, ფესტივალის განმავლობაში განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ თიბისის მომხმარებლებს: Tbilisi Open Air-ის ტერიტორიაზე მდებარე ბარებსა და კვების ობიექტებში მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 40 ლარი) ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ფესტივალის დაარსების დღიდან, თიბისი Tbilisi Open Air-ის მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად აქტიურად უწყობს ხელს ქართული მუსიკალური სცენის განვითარებას, მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერას.
სხვა სიახლეები
BAG-ის და Skillwill Swiss College-ის პარტნიორობით, მენეჯერებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
01.07.2026.16:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), Skillwill Swiss College-თან თანამშრომლობით, წევრი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისა და ხელმძღვანელი პირებისთვის ერთდღიან ინტენსიურ ტრენინგს უმასპინძლა.
საინფორმაციო სესია მთლიანად დაეთმო ბიზნესპროცესებში ხელოვნური ინტელექტის (AI) სტრატეგიულ ინტეგრაციას, ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდასა და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვას. ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება დღეს ბიზნესისგან სწორედ ასეთ სტრატეგიულ გადააზრებასა და ახალი ინსტრუმენტების პრაქტიკულ ათვისებას მოითხოვს.
ასოციაციის ოფისში გამართულ 8-საათიან შეხვედრას ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის მიმართულების ექსპერტი ნიკა ყოჩიაშვილი გაუძღვა, რომელსაც სხვადასხვა სექტორში (საცალო გაყიდვები, მედიცინა, საბანკო სფერო, მშენებლობა) AI გადაწყვეტილებების დანერგვის დიდი გამოცდილება აქვს. პროგრამა მოიცავდა როგორც არატექნიკურ განმარტებებსა და წამყვანი გლობალური ორგანიზაციების (IBM, McKinsey, PwC) კვლევებს, ისე უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდების (JPMorgan, Allianz, WPP) რეალურ მაგალითებსა და რისკების მართვის პრინციპების ანალიზს. მენეჯერებმა პრაქტიკულ ნაწილში Custom GPT-ის, Gemini Gem-ისა და სხვა საოფისე AI აგენტების ცოცხალი დემონსტრაცია იხილეს და ორგანიზაციებისთვის 90-დღიანი სამოქმედო გეგმების პროტოტიპირებაზე იმუშავეს.
„თანამედროვე ბიზნესში ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, ის ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მთავარი სტრატეგიული ინსტრუმენტი გახდა. Skillwill Swiss College-თან პარტნიორობით ორგანიზებული ტრენინგი სპეციალურად ჩვენი წევრი კომპანიების ხელმძღვანელებისთვის შევიმუშავეთ, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ხედვა და პრაქტიკული ინსტრუმენტები AI-ის შესაძლებლობების საკუთარ ორგანიზაციებში დასანერგად. BAG აქტიურად გააგრძელებს წამყვან საგანმანათლებლო პლატფორმებთან თანამშრომლობას, რათა ქართულ ბიზნესს ჰქონდეს წვდომა უახლეს გლობალურ ცოდნაზე, რაც აუცილებელია ცვალებად ეკონომიკურ გარემოში მდგრადი განვითარებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.