მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

news image
mbc image

9 სექტემბერს, თბილისში Testers’ Day 2026 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი.

Testers’ Day საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. 2026 წლის ღონისძიება GeoSTQB-ის ორგანიზებით გაიმართება და ISTQB-ის საერთაშორისო Conference Network-ის ნაწილია.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს - ხელოვნური ინტელექტისა და ტესტირების მომავალი, რეალური ტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, QA ბაზრის მიმდინარე ტენდენციები, პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და ხარისხის კულტურა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, გაეცნონ რეალურ ქეისებს და ჩაერთონ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. 

„ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შექმნას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია ადამიანების, პროფესიული ცოდნისა და იმ კულტურის გაძლიერებაც, რომელიც ხარისხიან ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ტესტირება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია Testers’ Day-ის მხარდაჭერა და იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაში მონაწილეობა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს ციფრულ გამოცდილებას“  - აღნიშნავს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი. 

თიბისი ტექისთვის ტექნოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერა მისი ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, მხარს უჭერს პროფესიულ ღონისძიებებს, ცოდნის გაზიარებასა და ახალი თაობის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა