თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
9 სექტემბერს, თბილისში Testers’ Day 2026 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი.
Testers’ Day საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. 2026 წლის ღონისძიება GeoSTQB-ის ორგანიზებით გაიმართება და ISTQB-ის საერთაშორისო Conference Network-ის ნაწილია.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს - ხელოვნური ინტელექტისა და ტესტირების მომავალი, რეალური ტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, QA ბაზრის მიმდინარე ტენდენციები, პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და ხარისხის კულტურა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, გაეცნონ რეალურ ქეისებს და ჩაერთონ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში.
„ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შექმნას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია ადამიანების, პროფესიული ცოდნისა და იმ კულტურის გაძლიერებაც, რომელიც ხარისხიან ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ტესტირება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია Testers’ Day-ის მხარდაჭერა და იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაში მონაწილეობა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს ციფრულ გამოცდილებას“ - აღნიშნავს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.
თიბისი ტექისთვის ტექნოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერა მისი ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, მხარს უჭერს პროფესიულ ღონისძიებებს, ცოდნის გაზიარებასა და ახალი თაობის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.