თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
არ გამოტოვო შესაძლებლობა ისწავლო ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიმართულებები თიბისი ტექსკოლაში უფასოდ და საკუთარი მომავლისთვის საჭირო ცოდნა პრაქტიკაში მიიღო.
თიბისი ტექსკოლაში 9-12 კლასის მოსწავლეების რეგისტრაციის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
4 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია გრძელდება ტექსკოლის შემდეგ კურსებზე:
ახალი სემესტრიდან ტექსკოლა სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტების შექმნაში იყენებენ.
კურსებს შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები უძღვებიან, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი წარმომადგენლებისგან ისწავლონ.
თიბისი ტექსკოლის პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება. 3 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, უკვე 4 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება.
თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.
სხვა სიახლეები
ციფრული პროდუქტის დიზაინი როგორც ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტი
29.09.2026.17:10
ჩვენთვის დიზაინი მხოლოდ კარგი ინტერფეისის შექმნა არ არის. ჩვენი მიზანია, დიზაინმა რეალური ბიზნეს ღირებულება შექმნას.
ჩვენ ციფრული პროდუქტის დიზაინს ვუყურებთ როგორც ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, არამედ პირდაპირი გავლენა მოახდინოს კომპანიის ეფექტიანობაზე, ზრდასა და საბოლოო ბიზნეს შედეგებზე.
ამას ძირითადად სამი მიმართულებით ვაკეთებთ:
1. ვიკვლევთ ბიზნესის საჭიროებებს და ვაქცევთ ციფრულ შესაძლებლობებად
ვადგენთ, სად შეუძლია ციფრულ პროდუქტს ან კონკრეტულ ციფრულ გადაწყვეტას ყველაზე მეტი ღირებულების შექმნა.
აუდიტის შედეგად ვთავაზობთ ახალ პროდუქტებს, ფუნქციონალსა და პროცესების ციფრულ გადაწყვეტებს, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს კომპანიას ახალი შემოსავლის წყაროების შექმნაში, არსებული revenue stream-ების გაუმჯობესებაში, პროცესების ეფექტიანობის ზრდასა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების ათვისებაში.
2. ვამარტივებთ მომხმარებლის გამოცდილებას
რთულ და გადატვირთულ პროცესებს ვაქცევთ მარტივ და ინტუიციურ გამოცდილებად. შედეგად მომხმარებელი უფრო სწრაფად აღწევს მიზანს, ნაკლებად უშვებს შეცდომებს და იზრდება მისი კმაყოფილება პროდუქტით.
3. ვამცირებთ ოპერაციულ სირთულეს
კარგად დაგეგმილი გამოცდილება მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად და მარტივად შეასრულოს საჭირო მოქმედებები. როდესაც პროდუქტი გასაგები და ინტუიციურია, მცირდება მომხმარებლის შეცდომები, გაუგებრობა და დახმარების საჭიროება. შედეგად მცირდება Support Team-ზე დატვირთვა, განმეორებითი მოთხოვნების რაოდენობა და პროდუქტის მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციული ხარჯები.
საბოლოოდ, ჩვენთვის კარგი დიზაინი ის დიზაინია, რომლის შედეგიც მხოლოდ ეკრანზე კი არა, ბიზნესის გაზომვად შედეგებშიც ჩანს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, სწორედ ამ შედეგებით ვაფასებთ ჩვენი სამუშაოს წარმატებას და წარმატებულია მაშინ, როდესაც შეგვიძლია დავინახოთ და გავზომოთ, რა შეიცვალა უკეთესობისკენ.