მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის

news image
mbc image

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9-12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაში გამოცადონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ ის მიმართულებები, რომლებიც მათ მომავალ კარიერას განსაზღვრავს.

თიბისი ტექსკოლა ახალ ეტაპზე გადადის, შემოდგომის სემესტრს სრულად ახალი მიდგომით იწყებს და სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. თუ ტრადიციული სწავლება ხშირად თეორიიდან და ცალკეული ტექნიკური ელემენტებიდან იწყება, ტექსკოლაში პროცესი საბოლოო შედეგის წარმოდგენით იწყება. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ არა უბრალოდ საძიებო ინსტრუმენტად, არამედ ასისტენტად და პარტნიორად - იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტის შექმნაში.

შემოდგომის სემესტრზე ტექსკოლა ორ ეტაპად აცხადებს უფროსკლასელების მიღებას და ჯამში 5 კურსს სთავაზობს მსურველებს. 3 პროგრამაზე მიღება დაიწყო და რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება:

5 ოქტომბრიდან კი რეგისტრაცია გაიხსნება შემდეგ კურსებზე:

• Python ხელოვნური ინტელექტისთვის
• ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე

პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალებისგან ისწავლონ. მათი მხარდაჭერით უფროსკლასელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს ეუფლებიან, არამედ ავითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტზე მუშაობისა და იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის უნარებს.

თიბისი ტექსკოლის განათლების პროგრამები ხორციელდება „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით.

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია ქმნის შესაძლებლობას, რომ უფროსკლასელებმა ტექნოლოგიური განათლება მიიღონ მთელი საქართველოდან, უფასოდ და ონლაინ. ამ დროის განმავლობაში ტექსკოლის 7 ნაკადს 4 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო - Supply Chain Finance Award მოიპოვა

22.09.2026.16:10

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award მოიპოვა. ჯილდო ბანკს 12-ე ყოველწლიურ TSCFP Awards-ზე გადაეცა, სადაც აღინიშნა ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაში. 

ჯილდო წელს პირველად დაწესდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ  და საქართველოს ბანკი სიაში პირველია,  ვინც ეს ჯილდო მიიღო. ეს აღიარება ხაზს უსვამს ბანკის ლიდერულ როლს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების განვითარებასა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაში.

ელენე ცხადაია, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი:

 „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკისგან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ და ის  აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) პირველი ჯილდოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის როლს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ბანკი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებასა და ზრდაში უწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. გვჯერა, რომ ADB-სთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნის საფუძველი იქნება“. 

სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი:

„ეს აღიარება ასახავს საქართველოს ბანკის წარმატებულ გამოცდილებას საქართველოს ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. სწორედ ასეთი პარტნიორობა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის მთავარ მიზანს: ვაჭრობის დაფინანსების სფეროში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძლიერი ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ ბაზარს და მზად არიან, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ინოვაციური მიდგომები დანერგონ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას მომავალ წლებში.“ 

ADB-ის TSCFP Awards-ის ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award-ის ღონისძიება 8 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია Global Trade Review-ის (GTR) Asia Conference-ის პარალელურად ჩატარდა და მას სავაჭრო დაფინანსების სფეროს წამყვანი პროფესიონალები, პარტნიორი ბანკები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა