მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისი x კინო გზაზე - თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

news image
mbc image

მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქართული ფილმები თქვენს ქალაქებში მოდიან. 

კინო გზაზე - ქართველი დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას იწყებს და წელს, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდება. 

6 ივნისიდან, კინო გზაზე საქართველოს 10 ქალაქს ესტუმრება. პროექტის გამხსნელი კინოჩვენება კახეთში, თელავში გაიმართება. სწორედ, აქედან დაიწყებს თანამედროვე ქართული კინო ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას.

თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი, ქობულეთი, ვანი - ეს ის ლოკაციებია, სადაც მოძრავი ეკრანი ივნისსა და ივლისში გაიშლება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, მოეწყობა ღია დისკუსია პროექტის ავტორებთან და ფილმის რეჟისორებთან ერთად. კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

კინო - საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურული მედიუმია. ის აერთიანებს და აჩვენებს ადამიანურ ისტორიებს, ქმნის საერთო ემოციურ გამოცდილებას. კინო იწყებს დიალოგს, აჩენს კითხვებს, გვაწვდის პასუხებს და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას; ინსპირაციას აძლევს ახალ იდეებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცნობიერებას. 

კულტურის განვითარება და ხელოვნების მხარდაჭერა, რეგიონებში სოციალურ-კულტურული ცხოვრების გაძლიერება და შესაძლებლობების შექმნა, რომ ყველამ შეძლოს თანამედროვე ხელოვნების განცდა და მასში თანამონაწილეობა, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. 

გვჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანების დაახლოება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და საერთო ღირებულებების გაღრმავება. 

კინო გზაზე იწყება - ემოციებით, საინტერესო ისტორიებითა და ახალი თავგადასავლებით! 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა