თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის
AI საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, თიბისიმ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA), სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს.
ახალი თაობის AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში და ბიზნესში AI-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი პროფესიონალების და ქართული AI კომუნის გაძლიერება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც თიბისი და GAIA ერთობლივად იმუშავებენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესებისთვის თიბისი და GAIA ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ არაერთ AI პროგრამას, ბუთქემფებს, ტრეინინგებს, საჯარო შეხვედრებს, კონფერენციებს, ვორქშოფებს და ა.შ. ასევე, ახლო მომავალში დაიწყება რეგისტრაციები საოლიმპიადო კურსზე.
„მოხარულები ვართ გვყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო ტენდენციებს მიყვება და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. გვჯერა რომ, GAIA-სთან თანამშრომლობით ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. თიბისის და GAIA-ს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
„თიბისის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის ეროვნული AI ჰაკათონი ჩავატარეთ და საქართველო პირველად წარვადგინეთ AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. წარმატების ამ მაგალითებმა კი გვაჩვენა, რომ საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს. ამიტომ, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორიცაა მომავალი ტალანტების განვითარება, პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და მსოფლიო AI რუკაზე საქართველოს გამოჩენა“ - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ახლა ხანს GAIA-ს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებულმა მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში, სადაც ნაკრების წევრმა თემიკო მაჭავარიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თიბისი, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის. ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული - Galt & Taggart
25.05.2026.09:40
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,საოფისე უძრავი ქონება თბილისში”აქვეყნებს, სადაც ბაზრის ტენდენციები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები დეტალურადაა გაანალიზებული. ,,2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი - 55% - კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო. თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული.
2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. მოთხოვნას მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.
2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო. ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ”, - აღნიშნულია ანგარიშში.