მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

news image
mbc image

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham) წელი ტრადიციულად ერთობლივი ღონისძიებით შეაჯამეს.

შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა, რომელიც 2026 წლის გლობალურ და ადგილობრივ ეკონომიკურ ტენდენციებს აჯამებს და 2027 წლის პროგნოზებს მოიცავს. პუბლიკაცია მიმოიხილავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოსა და ეკონომიკის ოთხ ძირითად სექტორს: უძრავ ქონებას, ტურიზმს, ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და ლოგისტიკას.

გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ენერგეტიკული ბაზრის რყევების მიუხედავად, გლობალური ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3%-ს შეადგენს, 2027 წელს კი 3.2%-მდე დაჩქარებაა მოსალოდნელი. გლობალური ბაზრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ხელოვნური ინტელექტია. 

რაც შეეხება საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის შოკის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ ზრდას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წელს მშპ 7.4%-ით გაიზრდება, 2027 წელს კი 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი; ნავთობის ფასების დასტაბილურების შემთხვევაში ინფლაცია 2027 წელს 2.9%-მდე შემცირდება.

სექტორულ ჭრილში, კვლევა უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურ მოთხოვნასა და ფასების ზომიერ ზრდას პროგნოზირებს. ტურიზმშიც ვიზიტორებისა და შემოსავლების მატებაა მოსალოდნელი. ენერგეტიკის სექტორის მთავარ გამოწვევად ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებას შორის სხვაობა რჩება: მოხმარების ზრდის პარალელურად, ახალი გენერაციის ობიექტებიც ემატება, თუმცა თურქეთის ბაზარზე დაბალი ფასები ექსპორტის შესაძლებლობებს ზღუდავს. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით იზრდება ტვირთბრუნვა და საქართველოს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფანთან ერთად რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბადაც ჩამოყალიბდეს.

„AmCham-თან ერთად უკვე მესამე წელია შემაჯამებელ შეხვედრას ვმართავთ და ეს ჩვენს საერთო ტრადიციად იქცა. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, პარტნიორებს დროულად გავუზიაროთ საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა, რომელსაც ისინი სამომავლო გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობიან“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

“დღეს საქართველოში ბიზნესი საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებს არამხოლოდ დღევანდელ ციფრებზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ როგორია პროგნოზები და რა დგას ამ ციფრების მიღმა. ასეთ დროს პროფესიონალთა ანალიზი გადამწყვეტია იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ ეკოსისტემაში, სადაც სიტუაცია საბანკო SWIFT-ის სისწრაფით იცვლება”- ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა