თიბისიმ და FMO-მ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
აღნიშნული საგარანტიო რესურსი, თიბისის, როგორც MSME სეგმენტის წამყვანი პარტნიორი ბანკის, შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.
„მოხარულები ვართ რომ FMO-სა და თიბისის სტრატეგიული პარტნიორობა მორიგი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და მოზიდული საგარანტიო რესურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებული ფოკუსით - ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე, რომლებსაც დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მეტი გამოწვევა აქვთ. ამ გზით, გავაძლიერებთ მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შევუწყობთ ქვეყნის მდგრად განვითარებას"- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„თიბისისა და FMO-ს სტრატეგიული პარტნიორობა 2008 წლიდან იღებს სათავეს. მადლიერები ვართ, რომ თიბისიმგამოთქვა სასესხო გარანტიის ფარგლებში FMO-თანთანამშრომლობის მზაობა. ვფიქრობთ, რომ თიბისის,როგორც საქართველოში უმსხვილესი ბანკის მხრიდანსაგარანტიო რესურსის დანერგვა, გაზრდის ქვეყნის ფინანსურ ინკლუზიურობას, რაც სრულ თანხვედრაშია FMO-ს სტრატეგიასთან" - ხუან ხოსე დადა ორტიზი, FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს- news - FMO signs USD 30 mln Nasira agreement with TBC Bank Georgia - FMO
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.